მოღალატეობრივი შეფასება გახარიასი უნდა გაგეკეთებინათ მაშინ, როცა მან ქვეყნის ყველაზე დიდი სტრატეგიული პროექტი – ანაკლიის პორტი ჩააგდო

მოღალატეობრივი შეფასება ამ ადამიანის უნდა გაგეკეთებინათ მაშინ, როდესაც მან ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სტრატეგიული პროექტი – ანაკლიის პორტი ჩააგდო. ამას არ ვლაპარაკობ პოლიტიკური განცხადების გამო, ფაქტებით და მტკიცებულებებით გაგიმყარებთ, რომ ეს იყო დივერსია ჩვენი ქვეყნის მიმართ, – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებს. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, უკვე ერთი თვეა პარლამენტშია და უმრავლესობის არცერთ წევრს კითხვაც კი არ დაუსვამს „რეალურად რა მოხდა და რატომ გაჩერდა ამხელა პროექტი“. „აშშ-ს ინიციატივით საქართველოს გამოეყო დამატებითი ვაქცინები, თუმცა ჩვენს მხარეს სიტუაცია არის დრამატული. არის სავალალო მენეჯმენტი ვაქცინაციის მიმართულებით საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ თუ უფრო გაიწელება ეს მდგომარეობა უფრო გვიან გაიხსნება ეკონომიკა. სწორედ ის მენეჯმენტია უსუსური, რომლის პირველი პირიც თქვენ მიერ შერაცხული იქნა ყველაზე ძლიერ კრიზის მენეჯერად. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ თქვენი არაფორმალური თავმჯდომარის შეფასება გიორგი გახარიას მიმართ, რომ იგი არის მოღალატე. მე არ ვერევი თქვენ ეპითეტებში, მაგრამ როგორ პასუხისმგებლობას იღებთ 2020 წლის იმ ბიუჯეტზე, რომელიც პრაქტიკულად ჩავარდნილია და ყველა პარამეტრით გასულია ნორმებიდან. მოღალატეობრივი შეფასება ამ ადამიანის უნდა გაგეკეთებინათ მაშინ, როდესაც მან ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სტრატეგიული პროექტი – ანაკლიის პორტი ჩააგდო. მე ამას არ ვლაპარაკობ პოლიტიკური განცხადების გამო, ამას ფაქტებით და მტკიცებულებებით გაგიმყარებთ, რომ ეს იყო დივერსია ჩვენი ქვეყნის მიმართ. უკვე ერთი თვეა პარლამენტში ვარ მოსული და არცერთ თქვენგანს კითხვაც კი არ დაგისვამთ რეალურად რა მოხდა და რატომ გაჩერდა ამხელა პროექტი. იქნებ მოგესმინათ ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, რომ გარკვეულიყავით რა მოხდა, შემდეგ შეგეძლოთ დამთანხმებულიყავით ან არა“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. მან უმრავლესობის წევრებს პარლამენტში ინტერპარტიული ეკონომიკური ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდა, რომელიც ქვეყანაში „კონკრეტულ ნაბიჯებს დადებს“. ,,თქვენ ინიციატივით გამოხვედით ნატოსთან მიმართებაში, რასაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. ეს არის ქვეყნის მუდმივი სტრატეგიული ინტერესი, დავინახე, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს გეგმა ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, შემოვდივარ წინადადებით, რომ შეიქმნას პარლამენტის ინტერპარტიული ეკონომიკური ჯგუფი, რომელიც დადებს ამ ქვეყანაში კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ჩვენ ყოველგვარი პოლიტიკის და თავდასხმის გარეშე გვექნება ეკონომიკური მიმართულება, რომელსაც დაეთანხმება ყველა. ამ კინკლა...
წყარო

Elena

თბილისი
  • 18 წუთის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 1 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ