გამყრელიძე: საქართველოში კოვიდით გარდაცვალება მესამე ადგილზეა სხვა დაავადებებს შორის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში კოვიდით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ახალი შტამებიც იყოს. მისი თქმით, დღეს საქართველოში კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი 1,4% და ის შედარებით ჩამორჩება სიკვდილიანობის გლობალურ მაჩვენებელს, რომელიც 2,1%-ს შეადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველო გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებლით მსოფლიოში მეცამეტე ადგილს იკავებს: „წელს, გლობალურად, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, იმდენი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, რამდენიც შარშან, მთელი წლის განმავლობაში. სიკვდილიანობის ტემპი გაზრდილია ყველგან, მათ შორის, ჩვენთან. დღეს, კოვიდით სიკვდილიანობა მსოფლიოში გახლავთ მეორე ადგილზე გულ-სისხძარღვთა დაავადებების შემდეგ. ჩვენთან არის მესამე ადგილზე, გულ-სისხძარღვთა და კიბოს შემდეგ. სხვადასხვა შტამის ცირკულაციის გამო, დასაშვებია, რომ შესაძლოა, უფრო ადვილად მძიმდებოდნენ პაციენტები. ისევე, როგორც მეორე მიზეზი სიკვდილიანობისა, შესაძლოა, სამწუხაროდ, იყოს დაგვიანებული მიმართვიანობა“. ამირან გამყრელიძის თქმით, იმ ანალიზის თანახმად, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებენ, მისი ინფორმაციით, შეცდომები კოვიდის მართვის პროცესში, რამაც გამოიწვია სიკვდილი, არ ფიქსირდება. საქართველოში პირველი პაციენტი ახალი კორონავირუსით 2020 წლის 4 აპრილს გარდაიცვალა. ოქტომბრიდან გარდაცვლილთა რაოდენობამ ყოველდღიურად რამდენიმე ათეულს მიაღწია. ზუსტად ერთი წლის თავზე, 2021 წლის 4 აპრილს, საქართველოში კორონავირუსით უკვე 3811 ადამიანი იყო გარდაცვლილი. მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდით ყოველდღიურად 20-30 პაციენტი კვდება. 8 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კოვიდით გარდაცვალების რიცხვი 4951-ია. ...
წყარო

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 2 საათის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 3 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ