გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ ფუჭი აღმოჩნდა მათი 6-თვიანი მცდელობა წყალი აემღვრიათ და ამასობაში თევზი მოენადირებინათ

გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ ფუჭი აღმოჩნდა მათი 6-თვიანი მცდელობა წყალი აემღვრიათ და ამასობაში თევზი მოენადირებინათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან პლენარულ სესიაზე განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში დაგვიანებული ნაბიჯი შედგა. „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლის დღეს და თან როცა საქართველო რეზო გაბრიაძეს დასტირის, კი მენანება ქრისტეფორესა და ერთაოზის შედარება „ნაციონალურ მოძრობასთან“, მაგრამ თვითონ სიტყვები კი კარგად მიესადაგება ვითარებას. რეზო გაბრიაძის უკვდავი ნაწარმოების ფინალს შეგახსენებთ. რაც მთავარია, „ნაციონალური მოძრაობა“ სწორ გზას ადგას ამ წუთას. გვიან მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ, როგორც ჩანს, ფუჭი აღმოჩნდა მათი 6-თვიანი მცდელობა წყალი აემღვრიათ და ამასობაში თევზი მოენადირებინათ. ასევე, გვიან მაგრამ მაინც მიხვდნენ იმასაც, რომ უნიჭოდ დაგეგმილი ფოკუსის არსს ყველა მიუხვდა და ჯიუტად ამის გამეორების მცდელობა უკვე განწირულია. ასევე გვიან მაგრამ მაინც მიხვდნენ იმასაც, რომ მატარებელი მათ გარეშე დაიძრა და სხვებმა დაიკავეს, სამართლიანადაც მანამდე მათ მიერ ოკუპირებული ადგილი. დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიხვდნენ ამ ყველაფერს და დაგვიანებული ნაბიჯი შემოდგეს პარლამენტში. მაგრამ თვალი მაინც იმ ფოკუსსზე უჭირავთ, რადგან მაგალითად, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავს იკავებენ. არაუშავს, ალბათ მალე, მაგრამ ასევე დაგვიანებით მიხვდებიან იმასაც, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაც მოუწევთ, რადგან თავად შარლ მიშელის დოკუმენტი გააფორმებს მათ ფიასკოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ....
წყარო

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 საათის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ