"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტშია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ პარლამენტში და დღეიდან საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან. პარლამენტში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 32 წევრით შედის. ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. "ბევრ განცხადებას მოისმენთ დღესაც, ხვალაც და მგონია და პირობას გაძლევთ, რომ თქვენი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში ისეთი საინტერესო მომდევნო 4 თვე რაც გელოდებათ წინ, არ გქონიათ დღემდე",- უთხრა მედიის წარმომადგენლებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტში შესვლისას. ასევე ნახეთ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში 16:00 საათის შემდეგ მივა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლას 12 საათიდან,",- პლენარული სხდომის დაწყებისთვის ელოდნენ. თუმცა, ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პარლამენტში პლენარულ სხდომას არ დაესწრო. პარლამენტში საქმიანობის გაგრძელებაზე პარტიაში გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღეს. ამ დრომდე პარტიაში ამ საკითხზე ხმები გაყოფილი იყო. ერთ-ერთი, ვინც საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას ღიად უჭერდა მხარს, ხატია დეკანოიძე იყო. პარტიაში პარლამენტში შესვლაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით შეთანხმება გაფორმდა. ამ შეთანხმების მიხედვით, ნიკა მელიას ციხე უნდა დაეტოვებინა, ოპოზიციურ პარტიებს კი საპარლამენტო საქმიანობა გაეგრძელებინათ. три დოკუმენტისთვის ამ დრომდე ხელი არ ჰქონდათ მოწერილი "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს". ნიკა მელია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელს არ მოაწერს "შარლ მიშელის შეთანხმების" დოკუმენტზე. ...
წყარო

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 13 წუთის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 12 წუთის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ