ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში გავიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ოლიმპიური (2012) და ევროპის (2013) ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 29 წლის ქართველმა, შეჯიბრება პერუელი ალონზო ვონგის ძლევით გახსნა. შემდეგ ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსა, ებრაელი იონათან ელბაზი, უნგრელი მიკლოშ უნგვარი და თურქი ბილალ ჩილოღლუ დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი შვედ ტომი მაციასს დაეჭიდება. ლაშა შავდათუაშვილს შანსი აქვს, გახდეს პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც სამივე დიდი შეჯიბრების: ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი ექნება მოპოვებული. დღესვე, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს კონკურენციაში ნუგზარ ტატალაშვილიც ჩაება, მაგრამ ჩემპიონატს მეორე წრიდან გამოეთიშა. საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) კი მერვედფინალში დამარცხდა, იაპონელ მომო ტამაოკისთან. ...
წყარო

Dina

თბილისი
  • 1 საათის წინ

Eva

თბილისი
  • 1 საათის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 2 საათის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 17 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 14 დღის წინ

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 25 წუთის წინ