” დღეს თალაკვაძის პირიდან ჩვენ მოვისმინეთ ასეთი ფრაზა, გამონათქვამი, “არასისტემური ოპოზიცია”. “არასისტემური ოპოზიცია”, ეს არის წმინდა რუსული კლიშე”

“ქართულ ოცნებას” “სუვერენული დემოკრატიის” მოდელით უნდოდა ყოფნა და იმედი ჰქონდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ შევიდოდა. ახლა რომ შევიდა, გაიბუტნენ, არ იციან, რა ქნან, არ იციან მოჭიდავეები მიიყვანონ იქ, ქურდი ჩარიონ თუ რა ქნან, რომ “პალაჟენია” აღადგინონ,- ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლის შემდეგ მმართველი პარტიის განცხადებები. ხუხაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” პლენარული სხდომიდან გაიქცა იმის გამო, რომ ოპოზიციონერი ლიდერისთვის სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიეცათ. “მრჩება ასეთი შთაბეჭდილება, რომ “ქართულ ოცნებას” არ უნდოდა პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” შესვლა და საერთოდ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან შეცდომა იყო, რომ ასე გაწელეს. ცოტა ადრე რომ შესულიყვნენ, კიდევ  უფრო წინ იქნებოდნენ. დღეს თალაკვაძის პირიდან ჩვენ მოვისმინეთ ასეთი ფრაზა, გამონათქვამი, “არასისტემური ოპოზიცია”. “არასისტემური ოპოზიცია”, ეს არის წმინდა რუსული კლიშე და ასე ეძახიან ნავალნის და იმ პარტიებს, რომლებიც არაკომფორტულია მათთვის. იმიტომ, რომ პარლამენტში აქვთ “სუვერენული დემოკრატია”. ესეც რუსული ტერმინია და რუსული ფენომენია, სადაც არის ერთი დომინანტი პარტია და სამი პატარა პარტია, რომელიც ამ დემოკრატიის ფასადს უქმნის. დაახლოებით ამ მოდელით უნდოდათ ყოფნა და იმედი ჰქონდათ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ შევიდოდა პარლამენტში, ახლა რომ შევიდა, გაიბუტნენ, არ იციან, რა ქნან, არ იციან მოჭიდავეები მიიყვანონ იქ, ქურდი ჩარიონ თუ რა ქნანა, რომ “პალაჟენია” აღადგინონ. ფუნთუშებზე გაზრდილი დედიკოს ბიჭები რომ ჩაიბარებენ ქვეყანას – ეს კაცი ადგა და ამ გაუგებარ, ბუჩქებიდან გუშინ გამომძვრალ ბავშვებს ჩააბარა ქვეყანა, რომელსაც არ აქვთ კაცური, ვაჟკაცური რაღაც, როცა ტანკები უმაგრებთ უკან ზურგს, ძალიან ყელყელაობენ, მაგრამ როგორც კი რაღაც პრობლემის წინაშე დადგებიან, მაშინვე ისევ ბუჩქებში გარბიან. მე მეცოდება ბიძინა ივანიშვილი, ეს ხელისუფლება რომ შეიცვლება, კალამს ვერ გააგდებინებენ კობახიძეს და ამ ხალხს ხელიდან, ყველაფერს იმას დააბრალებენ. ასეთ ხალხს ჩააბარა ხელისუფლება. როგორ შეიძლება უმრავლესობა სხდომიდან გარბოდეს, იმიტომ, რომ ოპოზიციის ლიდერს განცხადება არ გააკეთებინეს, ეს ხომ სამარცხვინოა,”- განაცხადა ხუხაშვილმა....
წყარო

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ