“მე არ ვაღმერთებდი. თუ მის მიმართ პატივისცემა მქონდა, ეს ჩემ მიერ აღიარებული პატივისცემა იყო”

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, ის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არ აღმერთებდა. კითხვაზე, არის თუ არა მისთვის ივანიშვილი კულტი, გახარია ამბობს, რომ არა. „არ არის ეს ყველაფერი ასე მარტივი. არა, მე არ ვაღმერთებდი. თუ მის მიმართ პატივისცემა მქონდა, ეს ჩემ მიერ აღიარებული პატივისცემა იყო“,- განაცხადა გახარიამ. გახარიას თქმით, დღეს, ვინც ამინდს ქმნის, იმ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია. გახარიას აზრით, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას მათთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს. „სიმართლე გითხრათ, ველოდი, მაგრამ არ ველოდი, ასე სწრაფად და ასეთი ფორმით. ველოდი რამდენიმე ჩემთვის აბსოლუტურად ობიექტური მიზეზის გამო. პირველ რიგში ველოდი, რადგან ობიექტური რეალობა გახლავთ ის, რომ დღევანდელი მმართველი ძალის, პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს. არც ინტელექტუალური, არც მორალური. სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა. პარტიის ხელმძღვანელობაზე ვსაუბრობ. არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ყველაზე. რა თქმა უნდა იქ არის ბევრი ღირსეული ადამიანი, ხელმძღვანელობაშიც. რა თქმა უნდა, უამრავი ღირსეული წარმომადგენელი „ქართული ოცნების“, ადამიანები, რომლებიც იბრძვიან ქვეყნის და სახელმწიფოსთვის, მაგრამ ისე დალაგდა სიტუაცია, რომ დღეს, ვინც ამინდს ქმნის, ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია“, – განცხადა გახარიამ. ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით გიორგი გახარია ასევე აცხადებს, რომ იქ არის „ერთი სიმართლე, ერთი ტყუილი და მორალურად ჩაფენილია, რომ გახარია მოღალატეა. სხვა ყველაფერი იქ არის წყალი და ბელეტრისტიკა“. ამასთან გახარიას თქმით, ეს განცხადება მისთვის მისი ტონალობით იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. ,,ამ განცხადებაში არის ორი საკითხი – რომ გიორგი გახარია ჩემი პროექტი არ არის და რომ გიორგი გახარია არის მოღალატე. ძალზედ, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც არის ერთი სიმართლე – რომ გიორგი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მეორე არის ტყუილი – რომ ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ ვართ ოცნება ორი – რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ჩვეულებრივი ტყუილია. და ამასთან ერთად მორალურად ჩაფენილია, რომ გიორგი გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და უღალატა გუნდს. სხვა ყველაფერი იქ არის წყალი და ბელეტრისტიკა. არაფერი სხვა მნიშვნელოვანი იქ არ არის“, – აცხადებს გახარია. გიორგი გახარიამ ასევე „ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზეც ისაუბრა. როგორც გახარია ამბობს, აღნიშნული „შეშ...
წყარო

Vika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Alena

თბილისი
  • 4 საათის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ