ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ბუდაპეშტში, ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღე საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. მამაკაცთა შორის, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ფინალის გზაზე 29 წლის ქართველმა ძიუდოისტმა პერუელი ალონზო ვონგი, ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსა, ებრაელი იონათან ელბაზი, უნგრელი მიკლოშ უნგვარი და თურქი ბილალ ჩილოღლუ დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი შვედ ტომი მაციასს აჯობა. დღესვე, საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანიც (57 კგ) გავიდნენ, მაგრამ საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ. დღევანდელი ტრიუმფით, ლაშა შავდათუაშვილი გახდა საქართველოს ყველა დროის ყველაზე წარმატებული ძიუდოისტი, რადგან უკვე მოგებული აქვს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების და ოლიმპიური თამაშების უმაღლესი სინჯის მედლები. ამ სამი უპრესტიჟულესი შეჯიბრების ოქროების კომპლექტის შეკვრა აქამდე საქართველოს ნაკრების წევრთაგან ვერავინ შეძლო. შავდათუაშვილი ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 2012 წელს გახდა, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში. 2013 წელს ევროპის ჩემპიონატზეც იმავე წონაში მიაღწია წარმატებას. მსოფლიოს ოქროს კი ერთი წონითი კატეგორიით მაღლა დაეუფლა. renderExternalContent("//www.radiotavisupleba.ge/embed/player/0/31297012.html?type=video&pangeaEmbed=true", "//www.radiotavisupleba.ge/media/video/31297012.html?type=video") ბუდაპეშტში მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატი 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს სახელით კი კონკურენციაში ჩაებმებიან: ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე 81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე (ორივე 100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100 კგ), მარიამ ჭანტურია (70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ). ...
წყარო

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 27 წუთის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 საათის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Inesa

თბილისი
  • 2 საათის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ