ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალსა და წნელისში იმყოფებოდნენ

ოკუპირებულ ცხინვალში 8 ივნისს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ და ოსური დელეგაციის წევრებთან, მომავალი დისკუსიის დღის წესრიგზე ისაუბრეს. დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა უცხოელი დიპლომატების წინაშე კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი, საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების დადების შესახებ. „ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე მუშაობა საკმაოდ ნელა მიმდინარეობს, რადგან ქართული დელეგაცია არაკონსტრუქციულობას ავლენს. ამიტომ, დღეს ჩვენ თანათავმჯდომარეებს გამოვუცხადეთ უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჟენევის დისკუსიების რაუნდი ასე უშედეგოდ მთავრდება", - განუცხადა ცხინვალელ ჟურნალისტებს მურატ ჯიოევმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლების წევრებმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ არ შეურიგდებიან ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე ქართული საპოლიციო საგუშაგოს არსებობას. უცხოელი დიპლომატები დღესვე წნელისშიც ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნენ ვითარებას. ოსური მედიის ცნობით, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან ასევე გეგმავს მომავალში ჩავიდეს ახალგორში და იქ არსებულ ვითარებას გაეცნოს. ეუთოს თანათავმჯდომარე ანიკა სედერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჟენევის პლატფორმა დისკუსიის მონაწილეებს საშუალებას აძლევს გაცვალონ მოსაზრებები. „მოხარული ვართ, რომ ასეთი შინაარსიანი და სასარგებლო დისკუსიები ტარდება. რა თქმა უნდა, დისკუსიების მანდატში მთავარი საკითხია ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების საკითხები. ბევრი საკითხი ძალიან რთულია, ჩვენ ოსური მხარის მადლიერი ვართ, ამ ფორმატში მონაწილეობისთვის", - აღნიშნა მან. საქართველოს დელეგაცია ჟენევის დისკუსიის მომდევნო რაუნდზე კიდევ ერთხელ დასვამს ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს. გარდა ამისა, განიხილავენ ახალგორში ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას. შემთხვევითი არ არის, რომ ტოივო კლაარმა შემდეგ ჯერზე ახალგორში ჩასვლა მოისურვა. 8 ივნისს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა ოკუპირებულ ახალგორში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ. ჟენევაში დისკუსიის მორიგი რაუნდი 29-30 ივნისს გაიმართება, მანამდე ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში, 15 ივნისს ერგნეთში გაიმართება შეხვედრა. ...
წყარო

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 5 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 28 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ