გახარიას მტკიცებით, 20 ივნისს აქციის დაშლასთან ბიძინა ივანიშვილს კავშირი არ ჰქონია  

2019 წლის 19-20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლაზე პასუხისმგებლობას სრულად იღებს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ის ამტკიცებს, რომ ამ საკითხთან კავშირი არ ჰქონია ბიძინა ივანიშვილს. „2019 წლის 20 ივნისს ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი. ბიძინა ივანიშვილი იყო მმართველი პარტიის თავმჯდომარე. არცერთ შემთხვევაში მე არანაირი შეზღუდვა არ მქონია არც შინაგან საქმეთა მინისტრის და არც ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე. არც ყოფილა შემთხვევა, რომ პარტიის მაშინდელი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩემს პირდაპირ მოვალეობაში ჩარეულიყო. მე მქონდა ამის შესაძლებლობა“, - თქვა „TV პირველის“ ეთერში პარტია „საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ. წამყვანის შეკითხვაზე, 20 ივნისის დარბევა ბიძინა ივანიშვილის გარეშე იყო? გახარია პასუხობს: - „რა თქმა უნდა, ასე იყო". წამყვანმა დააზუსტა: - „ბიძინამ გაიღვიძა დილით და აღმოაჩინა, რომ დარბეული იყო?“ – „დიახ“ - უპასუხა გახარიამ და განაგრძო, - „მე ვიღებ პასუხისმგებლობას. ჩემი ოპონენტების ერთი ნაწილი არის ხელისუფლებაში და დაიწყონ გამოძიება, მეორე - არის პარლამენტში და შექმნან საგამოძიებო კომისია. ეს არ არის ჩემთვის პრობლემა“. ანტისაოკუპაციო აქცია 2019 წლის 20 ივნისს, 19 საათისათვის დაიგეგმა. პარლამენტის წინ შეიკრიბა ათასობით მოქალაქე. სცენა დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სცენაზე გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მმართველ ძალას, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის უფლება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ აქვს. ოპოზიციის ლიდერები მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ და მათ ერთსაათიან ვადას აძლევენ. 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებისგან მიყენებული ტრავმის გამო თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცავი. 21 ივნისს პოსტი დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ანტისაოკუპაციო, საპროტესტო აქციები სახელწოდებით „სირცხვილია“ სამი თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების გათავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო. გიორგი გახარია სექტემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გა...
წყარო

Ella

თბილისი
  • 1 საათის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 საათის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 4 საათის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ