გადავდოთ პოლიტიკა და ჩვენი შეხედულებები გვერდზე – ამ შეთანხმებამ გამოიყვანა ნიკა მელია ციხიდან, თქვენ კი არ გამოგიყვანიათ

გადავდოთ პოლიტიკა და ჩვენი შეხედულებები, ნიკა მელიას გამო კეთდება ეს ყველაფერი და ამაზე როგორ იძახით უარს უბრალოდ გამაგებინეთ! ამ შეთანხმებამ გამოიყვანა ნიკა მელია ციხიდან, თქვენ კი არ გამოგიყვანიათ, – ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. ელისაშვილმა ასევე ისაუბრა ამნისტიის კანონპროექტზე, რომელიც დღევანდელ პლენალურ სხდომაზე იხილება. მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერის ფონზე გაუგებარია, რატომ იხილება ეს კანონპროექტი ორ განსხვავებულ ვერსიად. „ჩვენ შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერისას შევთანხმდით, რომ რა პუნქტებიც იყო ჩამოწერილი ყველაფერზე შევთანხმდებოდით, რატომ ხდება, რომ მაინც ცალკე გამოგაქვთ ეს პროექტი? მე ორ განხილვას დავესწარი, სადაც ვერაფერი არსებითი განსხვავება ვერ ვნახე, რატომ ხოცავდით ერთმანეთს ვერ გავიგე. მაინც რატომ ვერ ვთანხმდებით შეგიძლიათ თქვენი წილი ახსნა გვითხრათ? მინდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუთხრა, რაც არ მომწონდა და არ მომწონს არის ის, რომ რახან ოპოზიციაში ხარ, უნდა გძულდეს ხელისუფლება და არაფერში არ დაეთანხმო, ეს წესი ჩემთვის ყოველთვის იყო გაუგებარი. ნიკა მელია რომ იყო ციხეში და სასჯელისგან გათავისუფლებულიყო, პოლიტიკური ჩიხიდან გამოვსულიყავით, ამიტომ ჩავწერეთ ის ამნისტია, ახლა თქვენ რომ ამბობთ, არც ხელს ვაწერთ და საერთოდ რატომ იხილავთ, ნუ შემახებთო, უხერხული არ არის ეს ამბავი? გადავდოთ პოლიტიკა და ჩვენი შეხედულებები, ნიკა მელიას გამო კეთდება და ამაზე როგორ იძახით უარს უბრალოდ გამაგებინეთ, ამ შეთანხმებამ გამოიყვანა ნიკა მელია ციხიდან, თქვენ კი არ გამოგიყვანიათ“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ “ამნისტიის შესახებ” პროექტს იხილავს. ფრაქცია “ქართული ოცნების” ავტორობით წარდგენილი პროექტის განხილვა მეორე მოსმენით, მუხლობრივად მიმდინარეობს. განხილვაში მონაწილეობს ოპოზიცია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „ქართული ოცნების“ კანონპროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე....
წყარო

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kristina

თბილისი
  • 6 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 1 საათის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 5 საათის წინ

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ