WHO: წინა კვირასთან შედარებით მსოფლიოში 15%-ით იკლო კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, გასულ კვირაში მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 3 016 005 შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 15%-ით ნაკლებია. გასული კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 73 807 ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი შემცირებულია 8%-ით. გასული კვირის განმავლობაში ინფიცირების და გარდაცვალების ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნდა ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში. ორივე მაჩვენებელმა მოიმატა აფრიკაში. წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ეპიდსიტუაცია თითქმის უცვლელი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეექვსე კვირაა შენარჩუნებულია დაავადების და გარდაცვალების ახალი შემთხვევების კლების ზოგადი ტენდენცია, ბევრ ქვეყანასა და რეგიონში ორივე მაჩვენებელი ისევ მაღალ ნიშნულზეა. ბოლო ერთ კვირაში დაავადების ყველაზე მეტი - 914 539 შემთხვევა აღირიცხა ინდოეთში, თუმცა, წინა კვირასთან შედარებით, ეს 33%-ით ნაკლებია. პორტალ Worldometers-ის დილის სტატისტიკით, რომელიც ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება, პანდემიის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 175 მილიონს უახლოვდება. COVID-19-ით გარდაცვლილია 3.7 მილიონზე მეტი ადამიანი. სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, 9 ივნისის დილისთვის, მსოფლიოს 178 ქვეყანაში გაკეთებულია ვაქცინების 2 მილიარდზე მეტი დოზა. ...
წყარო

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 1 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 5 დღის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ