ნიკა მელიას თქმით, პარლამენტში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში ჩაერთვებიან

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პარლამენტში მივიდა და სესიაში მონაწილეობის მიღებამდე მედიასთან გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, პარლამენტში შესვლით უკვე გადაიფურცლა ერთი გვერდი და ახლა პროცესი მიდის წინ. "კონკრეტული საკითხები რაც არის უმნიშვნელოვანესი, იმ საკითხებში მონაწილეობას მივიღებთ. კონკრეტულად, თქვენც ხო ნახავთ... ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩავთვალეთ, რომ არის მისაღები და სხვა პარტებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მათ ჩათვალეს, ანუ გადაიფურცლა გვერდი. მივდივართ წინ", - უპასუხა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს. три მისი სიტყვებით, პარტია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე საზიანოა ქვეყნისთვის, რადგან მან მოქალაქეებს წაართვა ბედნიერების განცდა. ნიკა მელია აპირებს, დღეს პარლამენტში მიმდინარე სესიას დაესწროს. ამ წუთებში სხდომაზე 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ავტორობით მომზადებულ "ამნისტიის შესახებ" პროექტს განიხილავენ. მასში მონაწილეობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებიც. ასევე ნახეთ ბოიკოტი დასრულდა, დაპირისპირება რჩება ფრაქცია “ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, რომელიც პირველი მოსმენითაა მიღებული, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ოპოზიციის პროექტის მიღების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან 19-21 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციების მონაწილეები, ასევე საპოლიციო ღონისძიების განმახორციელებელი სამართალდამცავები, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან და მათ ნასამართლობაც მოეხსნებათ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა, რამდენიმე პუნქტს მოიცავს და ერთ-ერთი სწორედ 19-20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება. 30 მაისს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეწყვიტონ შვიდთვიანი ბოიკოტი და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთონ. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, პარტია უარს ამბობს ხელი მოაწეროს ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს გაფორმებულ დოკუმენტს. ამ დოკუმენტში "ნაციონალური მოძრაობისთვის" ამნისტიის პუნქტია მიუღებელი. ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 8 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 1 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 8 საათის წინ

Diko

თბილისი
  • 2 საათის წინ