ხაბეიშვილი: თუ ვინმეს ამნისტია სჭირდება, მგონია, რომ კობახიძეს სჭირდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა „მთავარი პირველი დამნაშავე“ უწოდა პარლამენტის ყოფილ სპიკერს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც მეორე მოსმენით განიხილება „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი, ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს „საზოგადოებას შეასაღოს“, თითქოს, ნიკა მელია ან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები კანონს არღვევდნენ. „არადა, სხდომათა დარბაზში ზის ის ადამიანი, რომელმაც გავრილოვის ჩამოყვანაზე ხელი მოაწერა და მთავარი, პირველი დამნაშავე ეს კაცია და თუ ვინმეს ამნისტია ჭირდება, მგონია, რომ კობახიძეს ჭირდება“, - განაცხადა დეპუტატმა ხაბეიშვილმა. კანონპროექტი, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ აღძრული საქმეებით განსაზღვრულ დანაშაულთა ამნისტიას ეხება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ინიცირებული დოკუმენტის ნაწილია. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე დღემდე უარს ამბობს და მიზეზად სწორედ ამნისტიას ასახელებს. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც საპატიმრო „მიშელის დოკუმენტის“ საფუძველზე, გირაოს სანაცვლოდ დატოვა, 20-21 ივნისის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული პირია. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის მუხლით. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ამნისტია შეეხება ყველა ბრალდებულს, რომელიც ამნისტიაზე უარს არ აცხადებს. დეპუტატმა ხაბეიშვილის თქმით, „შარლ მიშელის დოკუმენტი“ იმას ითვალისწინებდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოეძებნა ნიკა მელიას დაპატიმრებით შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზა. „და ამასობაში, გააჩინეთ ჩანაწერი, სადაც თურმე თანხმობის გარეშე ამნისტია არ გავრცელდება კონკრეტულ პირზე. ეს მის გამო ხომ არ გააკეთეთ თქვენ?!“ - მიმართა უმრავლესობას ლევან ხაბეიშვილმა. მისივე შეფასებით, კანონპროექტში თანხმობის ჩანაწერი მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ მიერ სპეკულაციების გაგრძელებას. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ჯალათებს გაუთანაბრონ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „არალეგიტიმური პარლამენტისთვის“ გასული წლის შემოდგომიდან გამოცხადებული ბოიკოტი 30 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით შეწყვიტეს და მეორე დღეა პარლამენტის სხდომებს ესწრებიან. ...
წყარო

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 7 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ