ახალი მონაცემები ადასტურებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობას

სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ურუგვაიმ 8 ივნისს გაავრცელა მონაცემები, რომლებიც ადასტურებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინათა ეფექტიანობას. მთავრობის თქმით, ჩინეთის მიერ წარმოებულმა ვაქცინამ, Sinovac-მა, სიკვდილიანობა შეამცირა 95 პროცენტით, საავადმყოფოთა ინტენსიური მოვლის განყოფილებებში მოხვედრის მაჩვენებელი - 92 პროცენტით. COVID-19-ის პრევენციის მაჩვენებელი 62 პროცენტს უტოლდება. კვლევაში ერთმანეთს შეადარეს 800,000-მდე ადამიანი, რომელსაც პრეპარატის მეორე დოზაც ჰქონდა მიღებული და აუცრელი მოქალაქეები, - აცხადებს ხელისუფლება. ურუგვაიში ასევე შეისწავლეს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ეფექტიანობა და დაადგინეს, რომ ის 94 პროცენტით ამცირებს ინტენსიური მოვლის განყოფილებებში მოხვედრის და სიკვდილიანობის მაჩვენებელს, 78 პროცენტით - ინფიცირების მაჩვენებელს. ურუგვაიში მოსახლეობის 52 პროცენტამდეა აცრილი სულ მცირე ერთი დოზით, იქ იყენებენ Sinovac-ის, Pfizer/BioNTech-ისა და AstraZeneca-ს პრეპარატებს. აცრის სრული კურსი ჩაუტარდა მოსახლეობის 29-მდე პროცენტს. ისრაელი, რომელიც მოსახლეობის იმუნიზაციის კუთხით მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია, ასევე იუწყებოდა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ძალიან ეფექტიანია ინფიცირების, სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების შემცირების თვალსაზრისით. ...
წყარო

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 16 საათის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ