აქ შემოვედი იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან

მე შემოვედი აქ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და აირჩიოს ლეგიტიმური ხელისუფლება ზუსტად იმ პროპორციით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო ნოტარიალურ კანტორად აქცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მელიამ განაცხადა, უმრავლესობის წევრები არ ეკუთვნიან საკუთარ თავს და პოლიტიკურად არანაირი კაპიტალი არ აქვთ. „გადაჭარბების გარეშე იქნება ნათქვამი, ალბათ, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ამ ტრიბუნასთან მოსასვლელად ემოციური დისკომფორტის დაძლევა მიწევს. ეს რომ სხვაგვარად იყოს გასაკვირი იქნებოდა, ვინაიდან, ამ დარბაზში მყოფთა დიდმა ნაწილმა თითი მიაჭირა ღილაკს ორჯერ და პირადად მიიღეთ მონაწილეობა პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმის, ჩემი აზრით, თქვენთვისაც კი ძალიან სამარცხვინო გადაწყტვეტილებაში. თუმცა, ჩემი თქვენგან დასაჭერად გადადებულის დისკომფორტი არაფერია იმასთან შედარებით, თუ რა დისკომფორტს განიცდის დღეს ჩვენი ხალხი და რას გრძნობს ჩვენი ხალხი, რომელიც იძულებულია დღეს ამ თავყრილობას პარლამენტი უწოდოს, თანაც იცოდეს, რომ ერს ყველაფერი არ შეესაბამება, არ გამოხატავს არ ასახავს მათ ნებას, სურვილებს და მისწრაფებებს. ალბათ, ბევრი კითხვა გექნებათ და შევეცდები ნაწილობრივ გიპასუხოთ. ერთი კითხვაა, რატომ ვარ მე დღეს აქ? – ერთადერთი, რის გამოც დღეს მე აქ ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად ამ ყველაფერს აქვს მკაფიო და კონკრეტული ამოცანა, რომ მალე დავტოვო ეს დარბაზი და ამ დარბაზში, რაც შეიძლება მცირე დოზით, ნაკლებად დაგაფრთხოთ. ამ დარბაზის დატოვებას ვაპირებ მე თქვენთან ერთად. მე შემოვედი აქ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი ვინც დღეს აქ ხართ სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და აირჩიოს ლეგიტიმური ხელისუფლება ზუსტად იმ პროპორციით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო ნოტარიალურ კანტორად აქცია“, – აღნიშნა მელიამ. მელიამ უმრავლესობის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში არიან. „ბევრი თქვენგანიც კი გულის სიღრმეში მეთანხმებით, რასაც ხშირად ვსაუბრობთ ოპოზიციონერები, მაგრამ თუკი საჯაროდ, ხელოვნური, ცირიკური პასუხებით გადიხართ ფონს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ როცა გულახდილად ესაუბრებით თქვენ მეგობრებს, არ აცნობიერებთ, რომ სახელმწიფო არის მიტაცებული, რაც მტელმა მსოფლიომ გაიგო და მიტაცებულია ერთი ადამიანის მიერ. მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამ...
წყარო

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 3 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 10 საათის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ