ნათია თურნავას თქმით, "ნამახვანჰესის" პროექტში იჯარის პირობების შეცვლაზე მუშაობენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ნამახვანის კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, სანამ მის უსაფრთხოებაში ყველა არ დარწმუნდება. ეს განცხადება ნათია თურნავამ მედიასთან საუბარში გააკეთა, ქუთაისში ყოფნისას. „დაახლოებით 12 თვე გვაქვს ჩვენ ყველას, ვიდრე შესაძლებელი გახდება კაშხლის მშენებლობა ნამახვანში. ამ 12 თვის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პროექტი გავაუმჯობესოთ. ექსპერტები უკვე მუშაობენ, გაიწვია 15-მდე საექსპერტო ორგანიზაციამ ის კვლევები, რაც ჩვენ გვქონდა 1 თვის წინ გამოქვეყნებული. ველოდებით უკვე მათგან შემოხმიანებას, რომ ვნახოთ, რა აღმოაჩინეს ამ კვლევებში ისეთი, რაც დამატებით სამუშაოებს საჭიროებს. ყოველ შემთხვევაში, კაშხალი და მისი მშენებლობა არ დაიწყება მანამ, ვიდრე ყველა არ დარწმუნდება, რომ ეს ნაგებობა არის განსაკუთრებით უსაფრთხო“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ინვესტორთან შეთანხმებულ პროექტში ცვლილებებზე ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. ცვლილება შეეხება მიწის იჯარის საკითხს. საუბარია მისი წლოვანების შემცირებაზე. ასევე ნახეთ „ნამახვანჰესი“ არსებული პროექტით არ აშენდება, ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი „ჩვენ ასევე ვმუშაობთ ინვესტორთან იმისთვის, რომ სხვა პირობებზეც ვიმუშაოთ და გავაუმჯობესოთ. ეს პირველ რიგში ეხება ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც შეეხება იჯარით გადაცემის წლოვანობას - 99 წელი, მართალია, შეესაბამება კანონმდებლობას, დავინახეთ, რომ ამასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში და ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს. როცა ეს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას გავახმოვანებთ და სხვა დანარჩენში ეს პროექტი მნიშვნელოვანია, პროექტი ენერგეტიკულად აძლიერებს სახელმწიფოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნამახვანჰესი" არსებული პროექტით არ აშენდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 8 ივნისს, საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, გამოაქვეყნა ცნობა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „ენკას” ქვემო ნამახვანი ჰესის სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება „ენკასთვის” მინიჭებული კიდევ ერთი დაუსაბუთებელი შეღავათია, რომელიც ადასტურებს, რომ განცხადებები პროექტის სათანადოდ შესწავლის შესახებ, მცდარი და საფუძველს მოკლებულია. ასევე ნახეთ „ენკას" ერთი წლით გაუხანგრძლივეს სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი" როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს, კომპანია „ენკას“ სრული საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტ...
წყარო

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 6 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ