მდინარაძე: მელიამ თან ამნისტია უნდა აკრიტიკოს და თან აუცილებლად უნდა შეეხოს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძისთვის გაუგებარია, რატომ ჩაერთო „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული შეთანხმების შესრულებაში, როცა ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილება „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ აღძრული საქმეებით განსაზღვრულ დანაშაულთა ამნისტიას ეხება და უნდა შეეხოს ყველას, ვინც ამნისტიაზე უარს არ აცხადებს. ეს კანონპროექტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ინიცირებული და „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების უმრავლესობის მიერ აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე დღემდე უარს ამბობს და მიზეზად სწორედ ამნისტიას ასახელებს. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც საპატიმრო „მიშელის დოკუმენტის“ საფუძველზე, გირაოს სანაცვლოდ დატოვა, 20-21 ივნისის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული პირია. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის მუხლით. „პრინციპზე დგას ერთი ადამიანი, ნიკა მელია, რომელსაც არ უნდა, რომ აქტიური წინააღმდეგობა არ გაუწიოს ამნისტიის პროექტს, ამიტომ აფერხებს. ეს ჩანაწერი, ამ შემთხვევაში, მასზე ვერ გავრცელდება და მთელი ოპოზიცია დარაზმულია იმისათვის, რომ თან ნიკა მელიამ უნდა თქვას, რომ ეს არის საშინელი ამნისტია და თან უნდა შეეხოს აუცილებლად“, - განაცხადა მდინარაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ. ასევე ნახეთ ხაბეიშვილი: თუ ვინმეს ამნისტია სჭირდება, მგონია, რომ კობახიძეს სჭირდება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" არ არის შეთანხმების მხარე: „სადმე ასეთი თუ გსმენიათ, რომ შეთანხმების მხარე არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტია, ორგანიზაცია, ფიზიკური პირი, იურიდიული პირი და ასე შემდეგ, და აქტიურად არის ჩართული ამ შეთანხმების შესრულების და რეალიზების გზების გადაწყვეტაში და ითხოვს ისეთ რამეს, რაც დაკავშირებულია მხოლოდ იმასთან, რომ წინააღმდეგობის გაწევა უნდა დარჩეს მათ უპირატეს უფლებად“. მამუკა მდინარაძემ უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების განცხადებებსაც, რომ „ქართულ ოცნება“ ცდილობს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გაუთანაბროს იმ სამართალდამცავებს, რომლებმაც დემონსტრატებზე იძალადეს და თვალები დასთხარეს. „დღეს გავიგეთ, რომ თურმე სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავდნენ ადამიანები, რომლებიც პოლიციელებს იპარავდნენ, ცემდნენ, ფარებს სტაცებდნენ, ორი-სამი საათის განმავლობაში აგინებდნენ, მძიმე შეურაცხყოფას აყენებდნენ და...
წყარო

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 2 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 14 დღის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 2 საათის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 3 საათის წინ