ალეკო ელისაშვილისთვის გაუგებარია, რატომ განიხილება ამნისტიის კანონის ორი ვარიანტი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერისთვის ალეკო ელისაშვილისთვის გაუგებარია, რატომ განიხილავს პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორ ვარიანტს შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის ფონზე. ამ კითხვით ალეკო ელისაშვილმა დღეს პარლამენტის სესიაზე კითხვით მიმართა როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. „ჩვენ შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, იქ რა პუნქტებიც იყო ჩამოწერილი, ყველაფერზე შევთანხმდით, და რატომ ხდება, რომ მაინც ცალკე გამოგაქვთ ეს პროექტი? ორ განხილვას დავესწარი, ბოდიში მომითხოვია ორივე მხარესთან, ოპოზიციის მხარესთან და "ქართულ ოცნებასთანაც". დიდი განსხვავება, არსებითი, რატომ ხოცავდით ერთმანეთს, ვერ გავიგე, დიდი განსხვავება არ იყო, სიტყვებზე გამოდავებას ვხედავდი და ის პატიოსანი კაცი რომ ჩამოვიდა, ხომ შევთანხმდით, რომ ამნისტიაზე შევთანხმდებოდით და მაინც რატომ ვერ ვთანხმდებით? შეგიძლიათ, თქვენი წილი ახსნა გვითხრათ?“, - იკითხა ალეკო ელისაშვილმა. მან ცალკე მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ არასოდეს მოსწონდა ოპოზიციაში ყოფნის გამო ხელისუფლების ზიზღი და ის, რომ აუცილებლად უნდა გძულდეს ხელისუფლება და არასოდეს დაეთანხმო. მისი თქმით , „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსაყვანად და სასჯელისგან გასათავისუფლებლად დათანხმდნენ ამნისტიის საკითხს და ახლა არ ესმის, რატომ ეწინააღმდეგება ამას „ნაციონალური მოძრაობა“. „ეს დალოცვილი, ნიკა მელიას გამო შევთანხმდით, ნიკა მელია რომ იყო ციხეში და ის რომ სასჯელისგან გათავისუფლებულიყო, არა მხოლოდ ციხიდან გამოსულიყო - სასჯელისგან გათავისუფლებულიყო, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოვსულიყავით, ამიტომ ჩავწერეთ ის ამნისტია და ახლა თქვენ რომ იძახით, რომ არც ხელს ვაწერთო და რატომ იხილავთო და ნუ შემახებთო, უხერხული არ არის ეს ამბავი? გადავდოთ ეს პოლიტიკა და ჩვენი შეხედულებები, ნიკა მელიას გამო კეთდება ეს ამბავი და ამაზე როგორ იძახით უარს, ერთი უბრალოდ გამაგებინეთ, ამ შეთანხმებამ გამოიყვანა ნიკა მელია ციხიდან, თქვენ კი არ გამოგიყვანიათ, შეთანხმებამ გამოიყვანა“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც მეორე მოსმენით განიხილება „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს „საზოგადოებას შეასაღოს“, თითქოს, ნიკა მელია ან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები კანონს არღვევდნენ. კანონპროექტი, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ აღძრული საქმეებით განსაზღვრულ დანაშაულთა ამნისტიას ეხება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ინიცირებული დოკუმენტის ნაწილია. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დოკუმენტის...
წყარო

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 56 წუთის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 2 საათის წინ