არ არის საინტერესო გიჟიმანტასის, თუ უკაცრავად, ჟიგიმანტასის განცხადება - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი

არ არის საინტერესო გიჟიმანტასის, თუ უკაცრავად, ჟიგიმანტასის განცხადება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კითხვაზე, რომლითაც ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის სიტყვების კომენტირება სთხოვეს. "ჩემთვის მთავარია, რომ ლიტვის პრეზიდენტი ჩამოდის 2 დღეში, ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა ლიტვასთან და ასე გავაგრძელებთ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ქვეყანა ლიეტუვაც მისი იმ სახელწოდებით მოიხსენია, რომელიც 2018 წლამდე იყო დამკვიდრებული. ქართულ ენაში ლიტვის ნაცვლად მისი ავთენტური დასახელება, ლიეტუვა, 2018 წლის 24 მაისიდან დამკვიდრდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით. ეს საპასუხო, მეგობრული ჟესტი იყო. 2018 წლის 3 მაისიდან ლიეტუვურ ენაში საქართველოს სახელწოდება „საქართველო“ გახდა. მანამდე ლიეტუველები საქართველოს „გრუზიას“ უწოდებდნენ. ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ვიდეოჩანაწერში, რომელიც რუსმა პრანკერებმა „ვოვანმა“ და „ლეკსუსმა“ გაავრცელეს, ერთ მონაკვეთში ამბობს, რომ მას „თავისი ომი აქვს ივანიშვილთან საქართველოში“. три როგორც პორტალი Delfi წერს, „ვოვანი“ და „ლეკსუსი“ პავილიონისს გაზაფხულზე დაუკავშირდნენ, როგორც ვითომ რუსი ოპოზიციონერი ლეონიდ ვოლკოვი. საუბარის შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს, როდესაც გაირკვა, რომ ადამიანი, რომელიც თითქოს ლიეტუვაში ცხოვრობდა და რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის შტაბის უფროსი იყო, აწყობდა პროვოკაციებს ბალტიის ქვეყნების, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ. ვიდეოში პავილიონიოსი საუბრობს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევაზე, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთში, ბელარუსსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებში დემოკრატიის დამკვიდრებას, ამ ქვეყნებში ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას და ამ საკითხებზე დახმარების კონცენტრირებას შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში. საუბრისას პარლამენტარი ამტკიცებს, რომ შარშან აშშ-ის არჩევნების შემდეგ „ვაშინგტონი ჯერ კიდევ არ არის გონს მოსული, ის მხოლოდ ახლა ხდება ვაშინგტონი“. ასევე ხაზს უსვამს, რომ სჯერა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გუნდის შესაძლებლობისა, გაამკაცროს პოლიტიკა რუსეთის მიმართ. გამოქვეყნებული ვიდეოს კომენტირებისას, პავილიონისმა BNS-ს განუცხადა, რომ იგი რუს პრანკერებს ამ ქვეყნის სპეცსამსახურებთან აკავშირებს და თვლის, რომ რუსეთის რეჟიმი ცდილობს „თავისუფლებისა და დემოკრატიის საკითხებში ლიდერების დისკრედიტაციას“. ირაკლი ღარიბაშვილი ჟიგიმანტას პავილიონისის მიმართ არაკეთილგანწყობას ადრეც იჩენდა. ის პავილიონისს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პოლიტიკოსად მიიჩნევდა და ამბობდა, რომ ეს ადამ...
წყარო

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 საათის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 საათის წინ