თენგიზ ცერცვაძე: გარდაცვალების მაღალი რიცხვის ერთ-ერთი მიზეზია ბრიტანული შტამი, რომელიც დომინირებს საქართველოში

გარდაცვალების მაღალი რიცხვის ერთ-ერთი მიზეზია ბრიტანული შტამი, რომელიც დომინირებს საქართველოში და წინა თვეებში დომინირებდა ევროპაში. ეს შტამი არა მხოლოდ სწრაფად ვრცელდება და მეტი გადამდებლობით ხასიათდება, არამედ იწვევს დაავადების მნიშვნელოვნად მძიმე ფორმებს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კოვიდინფექციით გარდაცვალების რიცხვზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი კონტიგენტი კოვიდავადმყოფებისა გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე მაშინ, სანამ ბრიტანული შტამი გაჩნდებოდა. ,,გარდა ახალი შემთხვევების რაოდენობებისა, ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ დრამატულად შეგვემცირებინა გარდაცვალების შემთხვევები. საქართველოში დღეში 15-დან 30-მდე გარდაცვალება ფიქსირდება. თუ ჩვენ შევადარებთ საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელს და გადარჩენის მაჩვენებელს, მაშინ აღმოჩნდება, რომ სულაც არ გვაქვს ცუდი მდგომარეობა და ევროპის 35 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს. ამდენად, ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში ამ მხრივ რაიმე ჩავარდნაა, პირიქით მიღწევაა, როდესაც ჩვენნაირი ქვეყანა ამ მთავარი მაჩვენებლებით სჯობნის ევროპის 35 ქვეყანას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამის მიუხედავად, 15 გარდაცვლილი ჩვენთვის ძალიან ბევრია და საგანგებო ზომებს ვიღებთ, რომ ეს რიცხვი შემცირდეს. გარდაცვალების მაღალი რიცხვის ერთ-ერთი მიზეზია ბრიტანული შტამი, რომელიც დომინირებს საქართველოში და წინა თვეებში დომინირებდა ევროპაში. ეს შტამი არამხოლოდ სწრაფად ვრცელდება და მეტი გადამდებლობით ხასიათდება, არამედ იწვევს დაავადების მნიშვნელოვნად მძიმე ფორმებს. დღევანდელი კონტიგენტი კოვიდავადმყოფებისა გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე იქამდე, სანამ ბრიტანული შტამი გაჩნდებოდა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლის კიდევ ერთი გამომწვევია ვაქცინაციის დაბალი პროცენტი, რომელიც ჩვენთან საერთო მოსახლეობის 5-6%-ს შეადგენს. ,,ამასთან, სიკვდილიანობა გაცილებით მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია დაბალია და ჩვენ სამწუხაროდ, ამ სიას მივეკუთვნებით. სულ 5-6%-ია ვაქცინირებული მოსახლეობის, მაშინ როდესაც ისრაელმა, ბრიტანეთმა და ამერიკამ 2/3 აცრა მოსახლეობის. ვაქცინირებულ ადამიანებში პირველ რიგში სიკვდილიანობა მცირდება, თორემ გადამდებლობა ვაქცინაციის შემდეგაც რჩება. ჩვენთან ერთი დოზის გაკეთების შემდეგ 400-ზე მეტ ადამიანს დაემართა კოვიდი და ყველა მათგანმა გადაიტანა იოლად, ხოლო მეორე დოზის შემდეგ მხოლოდ 10-14 ადამიანი დაინფიცირდა კოვიდით. ვინაიდან, ჩვენთან ვაქცინაციის პროცენტი არის 5-7 ეს ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია იმისა, რომ ვერ მოვახერხეთ სიკვდილიანობის დრამატული შემცირება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ....
წყარო

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 39 წუთის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 საათის წინ

Oksana

თბილისი
  • 39 წუთის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 1 საათის წინ