ვარლამ გოლეთიანი ირაკლი ღარიბაშვილს - „ჩვენ არ გველაპარაკებიან, არადა ჩვენ ვართ პრობლემის წამომწევი მხარე“

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ რიონის ხეობაში მიმდინარე 225-დღიანი უწყვეტი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს. გოლეთიანის თქმით, რადგან საკითხს „პრობლემური“ დაერქვა, აუცილებელია, ხელისუფლება ამ პრობლემების წამომწევ მხარეს ესაუბროს. მისი სიტყვებით, რომ არა აქციები, ხელისუფლებას არც ეცოდინებოდა პროექტის პრობლემებზე. „დაერქვა ახლა პრობლემური საკითხი, დაერქვა ეს სახელი პრემიერისგან, თუმცა ვინც წარმოაჩინა ეს პრობლემა, ვგულისხმობ პროტესტს, ჩვენ არ გველაპარაკებიან. როცა ინვესტორთან მიდიხარ და იწყებ ამ საკითხების მოგვარებას, სწორი და ლოგიკურია, ჯერ ჩვენ შეგვხვდე, ვინც დასვა ეს საკითხები. მხოლოდ ის, რომ 100-ს გადააკეთებენ 49-ად, ეს არ არის საკმარისი“, - აცხადებს გოლეთიანი. ასევე ნახეთ ნათია თურნავას თქმით, "ნამახვანჰესის" პროექტში იჯარის პირობების შეცვლაზე მუშაობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 ივნისს ქუთაისში ყოფნისას მედიასთან განაცხადა, რომ მას მემკვიდრეობით ერგო "ნამახვანჰესის" მშენებლობის არსებული პროექტი და პრობლემა, თუმცა ინვესტორთან ერთად მუშაობს, რათა პროექტში ცვლილებები შევიდეს და ჰესი აქამდე არსებული პროექტის მიხედვით არ აშენდეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავას თქმით, „ნამახვანჰესის“ მშენებელ ინვესტორთან შეთანხმებულ პროექტში ცვლილებებზე ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. მინისტრის ინფორმაციით, ცვლილება შეეხება მიწის იჯარის საკითხს. საუბარია მისი წლოვანების შემცირებაზე. ასევე ნახეთ „ნამახვანჰესი“ არსებული პროექტით არ აშენდება, ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი „ჩვენ ასევე ვმუშაობთ ინვესტორთან იმისთვის, რომ სხვა პირობებზეც ვიმუშაოთ და გავაუმჯობესოთ. ეს პირველ რიგში ეხება ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც შეეხება იჯარით გადაცემის წლოვანობას - 99 წელი, მართალია, შეესაბამება კანონმდებლობას, დავინახეთ, რომ ამასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში და ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს. როცა ეს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას გავახმოვანებთ და სხვა დანარჩენში ეს პროექტი მნიშვნელოვანია, პროექტი ენერგეტიკულად აძლიერებს სახელმწიფოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 8 ივნისს, საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, გამოაქვეყნა ცნობა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „ენკას” ქვემო ნამახვანი ჰესის სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა. ასევე ნახეთ „ენკას" ერთი წლით გაუხანგრძლივეს სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა - „...
წყარო

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lusi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 41 წუთის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Анжелина

თბილისი
  • 12 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ