კობახიძე მელიას შესახებ: ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა პარლამენტში ახლად შესული დეპუტატის ნიკა მელიას შესახებ. „ძნელი მოსასმენია, როცა ასეთ რამეს ვისმენთ კრიმინალისგან, ადამიანისგან, რომელიც არის კონკრეტულ დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, არც მეტი, არც ნაკლები, პარლამენტში შეღწევის მცდელობისთვის. ეს არის მძიმე, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ცხოვრება. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის, ამას უკავშირდება მათ შორის ის დანაშაულებიც, რომელიც მისი მხრიდანაა ჩადენილი და ის რიტორიკა, რომელსაც დღეს ჩვენ მისგან ვისმენდით. ეს არის ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და დასჯილი სკოლის მოსწავლესავით უსმენდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასეთ პოლიტიკოსებსა და პარტიებს მომავალი არ და ვერ ექნება. ყველაფერს საზოგადოება გასცემს პასუხს. „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ!“ - ყველას გახსოვთ ნიკა მელიას ეს ცნობილი ფრაზა, ყველას ისიც გვახსოვს, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს. ვერ უშველა ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ. „ვერ გადამიხდით, არ გამოვალ“ - ესეც კარგად გვახსოვს, ბოლოს დათანხმდა, გადაახდევინა და გამოვიდა. ვერც ამ შემთხვევაში შეასრულა თავისი სიტყვა”, - თქვა ირაკლი კობახიძემ. ბოიკოტისა და პატიმრობის შემდეგ საქართველოს პარლამენტში შესული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტის ტრიბუნიდან სიტყვით გამოვიდა. ის საკუთარ მიზნად ახალი პარლამენტის არჩევას ასახელებს. ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა: „შემოვედი ამ დარბაზში, რომ თითოეული თქვენგანი რაც შეიძლება მალე გაგიყვანოთ". ...
წყარო
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 1 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 6 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 6 საათის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 5 საათის წინ