აშშ-ის პრეზიდენტი გამოაქვეყნებს ვაქცინებით მსოფლიოს დახმარების გეგმას

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს გამოაქვეყნებს კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გლობალურ გეგმას. ბაიდენი ამჟამად იმყოფება დიდ ბრიტანეთში, სადაც პრემიერ-მინისტრ ჯონსონს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტში. წინასწარი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ვაქცინაციის გეგმას "დიდი შვიდეულის" სამიტზე წარმოადგენს. სააგენტო Reuters-ი და ამერიკის საზოგადოებრივი რადიო რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია აპირებს ორი წლის განმავლობაში, 92 დაბალშემოსავლიან და აფრიკული კავშირის ქვეყნებს უსასყიდლოდ გადასცეს „ფაიზერის“ ვაქცინის 500 მილიონი დოზა - 200 მილიონი წელს და 300 მილიონი მომავალი წლის პირველ ნახევარში. პროგრამა განხორციელდება საერთაშორისო კოვაქს-პლატფორმის მეშვეობით. ტელეკომპანია CNBC-ს ინფორმაციით, აშშ სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინების შესაძენად მოლაპარაკებას აწარმოებს კომპანია „მოდერნასთანაც“. იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აშშ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს, საქართველოცაა. 7 ივნისს, როცა თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ „საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს“. три თავად აშშ-ში კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების მინიმუმ ერთი დოზა უკვე გაკეთებული აქვს ზრდასრული მოსახლეობის 64%-ს. ...
წყარო

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 53 წუთის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ