რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი: ლუკაშენკამ „უცხოეთის აგენტის“ კანონის მიღება განიხილა

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ, აშშ-ის სენატის კომიტეტს უთხრა 9 ივნისს, რომ ბელორუსის ავტორიტარულმა მმართველმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ, განიხილა რუსეთის „უცხოეთის აგენტის“კანონის მიღება, რათა მეტად შეზღუდოს პრესის თავისუფლება ბელარუსში. ფლაიმ, რომელიც ვიდეო-კავშირით წარდგა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე, აღნიშნა, რომ რუსეთის ამ კანონმა ზეგავლენა მოახდინა რადიო თავისუფლების საქმიანობაზე რუსეთში და დასძინა, რომ ამგვარი კანონის მიღების ტაქტიკა, რათა შეზღუდონ ინფორმაციის ნაკადის მოძრაობა, ვრცელდება და ავტორიტარი მმართველები „ერთმანეთისგან სწავლობენ“ და მიმართავენ მსგავს ზომებს სხვადასხვა ფორმებით და სხვადასხვა სისწრაფით. "მაშფოთებს ის, რომ ამ ტენდენციას ვხედავთ რუსეთში და ამას ვხედავთ ბელარუსში ჟურნალისტიკის კრიმინალიზაციის სხვა სიჩქარით“, თქვა ფლაიმ. ეს არის ავტორიტარული ხელისუფლებების მცდელობები გააკონტროლონ საინფორმაციო სივრცე, შეზღუდონ საკუთარი მოქალაქეების შესაძლებლობები და მხოლოდ პროპაგანდის სახელმწიფო საშუალებები, ან ის მედია საშუალებები დაუტოვონ, რომლებიც რეჟიმებს ხელს აძლევთ, რადგან ისინი მათთვის მისაღები არიან, განაცხადა ჯეიმი ფლაიმ. რუსეთის კანონი „უცხოეთის აგენტის“ შესახებ ავალებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან დახმარებას იღებენ, და რომლებიც რუსეთის ხელისუფლების აზრით, პოლიტიკური საქმიანობით არიან დაკავებული, რომ უნდა იქნენ რეგისტრირებული, თავი უნდა წარმოადგინონ როგორც „უცხოეთის აგენტი“, დაექვემდებარონ შემოწმებას და საკუთარი მასალებში ეს მონიშნონ. მასმედიის საშუალებებს შორის, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება და რომლებიც მოსკოვის ყურადღების ცენტრშია, არის რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება, რომელიც მილიონობით დოლარითაა დაჯარიმებული ამ კანონის შეუსრულებლობის გამო. კომპანიამ სარჩელი შეიტანა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში და თვლის, რომ მოსკოვის არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს. ...
წყარო

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 1 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ