თამარ კორძაიამ გაიწვია სადეპუტატო უფლებამოსილების შენარჩუნების გამო შეტანილი სარჩელი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა შეწყვიტოს წარმოება მის მიერ პარლამენტის წინააღმდეგ რამდენიმე თვის წინ შეტანილ სარჩელზე. კორძაია ასაჩივრებდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2 თებერვალს მიღებულ დადგენილებას, რომლის თანახმად, მას, პირადი განცხადების და ნების მიუხედავად, ვადამდე არ შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება. ასევე ნახეთ საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ სარჩელის შეტანა სამართლებრივ-პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. კორძაია დღესაც მიიჩნევს, რომ თუ არსებობს ხარვეზები და ორგვაროვანი განმარტებები, უნდა მოიძებნოს მათი აღმოფხვრის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გზები, თუმცა, სასამართლოს განუმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას და 8 ივნისიდან პარლამენტში საქმიანობა დაიწყო, "ნება შეიცვალა არშესვლასთან დაკავშირებით". "ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, რის გამოც, მე ამ ეტაპზე ვამბობ სარჩელზე უარს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ, რომელიც სასამართლოს სხდომაში დისტანციურად, საქართველოს პარლამენტიდან მონაწილეობდა. „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი თამარ კორძაია, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში აირჩიეს ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“, პარლამენტში უფრაქციო, უპარტიო დეპუტატის სტატუსით საქმიანობს. კორძაიასგან განსხვავებით, საკონსტიტუციო სასამართლოდან ანალოგიური სარჩელი არ გაუწვევია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, დათანხმდა პარლამენტში საქმიანობას. კიდევ ერთი მოსარჩელეა „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი, მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელმაც პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო განაგრძობს ჯაფარიძის და ხოშტარიას სარჩელების განხილვას. კონსტიტუციური სარჩელების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის წევრი პარლამენტს პირადი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, პარლამენტი ვალდებულია, შეუწყვიტოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, თუ ფორმალური პროცედურით დაადგენს, რომ განცხადებაში გამოვლენილი ნება ნამდვილად შეესაბამება განცხადების ავტორის ნებას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო დადგენილებებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ...
წყარო

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Luba

თბილისი
  • 3 საათის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ