"რიონის ხეობის მცველების"ცნობით, ტვიშში პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

„რიონის ხეობის მცველების“ ინფორმაციით, სოფელ ტვიშში რამდენიმე ათეული პოლიციელია მობილიზებული და ადგილზე, სადაც 20 -მდე აქტივისტს კარავი ჰქონდა გაშლილი და ხეობაში მიმავალ გზას აკონტროლებდა, პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქტივისტების განცხადებით, პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით შეაკავა ისინი, „ნამახვანჰესის“ მშენებელმა კომპანია „ენკამ“ კი ჰესის მშენებლობისთვის საჭირო საწვავი და მუშახელისთვის განკუთვნილი საკვები პოლიციის კორდონის დახმარებით შეიტანა ნამოხვანში. როგორც აქტივისტები ამბობენ, დაპირისპირების შედეგად არავინ დაშავებულა. „რიონის ხეობის მცველები“ 227 -ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ჰესის მშენებლობას, მათი განცხადებით, კომპანია „ენკასთვის“ საწვავის და პროდუქტის მიწოდების შეზღუდვის მიზნით ხეობაში 6 ადგილზე აქვთ კარვები გაშლილი და მორიგეობენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 ივნისს ქუთაისში ყოფნისას მედიასთან განაცხადა, რომ მას მემკვიდრეობით ერგო "ნამახვანჰესის" მშენებლობის არსებული პროექტი და პრობლემა, თუმცა ინვესტორთან ერთად მუშაობს, რათა პროექტში ცვლილებები შევიდეს და ჰესი აქამდე არსებული პროექტის მიხედვით არ აშენდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 8 ივნისს, საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, გამოაქვეყნა ცნობა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „ენკას” ჰესის სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება „ენკასთვის” მინიჭებული კიდევ ერთი დაუსაბუთებელი შეღავათია, რომელიც ადასტურებს, რომ განცხადებები პროექტის სათანადოდ შესწავლის შესახებ, მცდარი და საფუძველს მოკლებულია. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს, კომპანია „ენკას“ სრული საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა მიმდინარე წლის 13 აპრილს ამოეწურა. „საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული ახალი დოკუმენტაციით დგინდება, რომ სავალდებულო დოკუმენტაციის არარსებობას ეკონომიკის სამინისტრო ლოიალობით მოეკიდა და 2021 წლის 19 მარტს, მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ეს ვადა კომპანიას 2022 წლის 28 თებერვლამდე გაუგრძელა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ “ენკა”-მ სამინისტროს ვადის გაგრძელების თხოვნით მიმდინარე წლის 17 თებერვალს მიმართა. 12 მარტს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ჰესის ძირითადი ნაგებობების (კაშხალი და წყალსაცავი) მშენებლობაზე კვლევების ნაწილის ხელახალ გადამოწმება-ვალიდაციამდე „მორატორიუმი” ცხადდებოდა“. საქართველოში მერვე თვეა მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ „ენკას...
წყარო

Viktoria

თბილისი
  • 8 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 3 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 საათის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ