"გირჩი" პარტიებისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების წინააღმდეგია და მიზეზებს ასახელებს

"გირჩი" წინააღმდეგია, რომ პოლიტიკურმა პარტიებიდან ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღონ. პარტიის ეს პოზიცია აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ამ საკითხზე პარლამენტის ტრიბუნიდანაც ისაუბრა. "ჩემი კოლეგების ემოცია მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად დამოკიდებული არიან საბიუჯეტო დაფინანსებაზე. იდეალურ სამყაროში პარტიებს არ უნდა ჰქონდეთ ეს დაფინანსება, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის პრობლემა - მმართველ გუნდს შეუძლია, რომ ეს გამოიყენოს როგორც სანქცია - ოპოზიცია კი ნაკლებად არის დამოკიდებული თავის ამომრჩეველზე. ხომ არ დავიწყოთ მსჯელობა, როგორ გავაუქმოთ საბიუჯეტო დაფინანსება?" - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. ​საქართველოს პარლამენტში პარტიების დაფინანსების საკითხი განიხილება. ოპოზიცია ამას ხელისუფლების მხრიდან დასჯად აღიქვამს, ხელისუფლება კი ამბობს, რომ ეს სამართლიანია. უმრავლესობის კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსებას ვერ მიიღებს ის პარტია, რომელის არჩეული დეპუტატების ნახევარზე მეტი უარს იტყვის საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებაზე. ამ კანონის მიღება მმართველმა პარტიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო და უარს ამბობდა არჩევნების გაყალბების მოტივით საპარლამენტო საქმიანობის დაწყებაზე. ...
წყარო

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 3 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 15 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 18 საათის წინ