ბაიდენმა ევროპაში მოგზაურობა დაიწყო რუსეთის გაფრთხილებით „მავნე“ ქმედებების გამო

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, 9 ივნისს, საღამოს, ბრიტანეთში ჩავიდა და დაიწყო თავის პირველ მოგზაურობა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში. ბაიდენის მიზანია მოახდინოს ვაშინგტონის მიერ ურთიერთობების აღდგენის დემონსტრირება თავის ევროპელ მოკავშირეებთან და აჩვენოს თავისი ადმინისტრაციის ერთგულება ტრანსატლანტიკური ალიანსების მიმართ. მას შემდეგ, რაც საღამოს სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე, მილდენჰოლთან, დაეშვა, ბაიდენი მიესალმა და მიმართა შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების პერსონალს, რომელიც იქ არის განთავსებული. ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომელსაც შეხვდება მომავალ კვირაში დიდი შვიდიანის, ნატოს და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ, გადასცემს ცხად გზავნილს. ევროპაში რვადღიანი ვიზიტის დაწყებისას ბაიდენმა თქვა, რომ „ჩვენ არ ვეძებთ რუსეთთან კონფლიქტს“, „ჩვენ გვსურს სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა“, თქვა ბაილენმა და დასძინა, რომ აშშ რუსეთის „მავნე“ ქმედებებს გასცემს გადაჭრით და კონსტრუქციულად. ბაიდენი 10 ივნისს შეხვედრებს მართავს ბრიტანეთის ხელისუფლებთან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან, შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების კვლავ დადასტურების მიზნით. შეხვედრა გადატვირთული დღის წესრიგით იწყება ბაიდენისთვის, რომლის ვიზიტი 16 ივნისს ჟენევაში, შვეიცარიაში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრით დასრულდება, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე. ბაიდენის ჯონსონთან შეხვედრა ეწყობა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების სფეროში, ჯეიკ სალივანმა, განაცხადა, რომ ორ ლიდერს შორის შედგა "თბილი" სატელეფონო საუბრები, რომლებიც "ძალიან საქმიანი" იყო. მხარეები აპირებენ გამოაქვეყნონ ატლანტიკური ქარტიის ახალი ვერსია. ის თავდაპირველად მიიღეს უინსტორნ ჩერჩილმა და ფრენკლინ რუზველტმა 1941 წელს. ახალი ქარტია "მოიცავს მეცნიერებას, ტექნოლოგიებს და ვაჭრობას" და ხაზს უსვამს ნატოს მიმართ ჩვენს ერთგულებას," წერს ბორის ჯონსონი სტატიაში, რომელიც ბაიდენის ჩასვლასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. . ...
წყარო

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ