გურამ მაჭარაშვილი სასულიერო პირების კრიტიკაზე: თქვენ გინდათ ეკლესიასთან ურთიერთობის გაფუჭება?!

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ყველას და მათ შორის სასულიერო პირებსაც აქვთ უფლება გამოხატონ საკუთარი აზრი. ასე უპასუხა დეპუტატმა ბოდბელი ეპისკოპოსის კრიტიკულ შეფასებას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას საქმიანობაზე დაკავშირებით. "თუ ამ ეკლესიის პოზიციას, რასაც იზიარებს საქართველოს მოსახლობის უმრავლესობა, ემთხვევა "ქართული ოცნების" პოზიცია, მოხარულები ვიქნებით. რაც შეეხებათ კონრეტულ სასულიერო პირებს, ეს ადამიანები არიან საქართველოს მოქალაქეები, უფლება აქვთ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ნუ შევქმნით ილუზიას, რომ ეკლესიას და სახელმწიფოს რაღაცა პრობლემები აქვთ... ხელისუფლება იქნება თუ ოპოზიცია, მე არ მგონია, რომ რომელიმე მოქალაქე ან პოლიტიკოსი არსებობდეს ამ ქვეყანაში არ ჰქონდეს ურთიერთობა საქართველოს ეკლესიასთან, მათ შორის სასულიერო პირებთან, თანაც მეგობრული..." - ამბობს დეპუტატი. კითხვაზე, ხომ არ ერიდებიან ეკლესიის კრიტიკულად შეფასებას მეგობრული ურთიერთობის გამო, პარლამენტის დეპუტატი ასე პასუხობს: "თქვენ გინდათ ეკლესიასთან ურთიერთობის გაფუჭება?!" დღეს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია, რომელმაც ახალი პარტია დააფუძნა, ეკლესიის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა. ასევე ნახეთ ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი: ფხიზელი გეუბნებით, რომ გახარია პირდაპირ ერეოდა ეკლესიის საქმეებში „ეკლესიას ისე ექცეოდა ხო, როგორ უნდა მობრუნდეს?! ადამიანი, რომელიც პრემიერი თუ შსს მინისტრი იყო ეკლესიის საქმეებში პირდაპირ ერეოდა. პირდაპირ გეუბნებით რა. მე მასზე არაფერი ტყუილი არა მაქვს ნათქვამი. რაც ვთქვი, ვადასტურებ იმას. ხო იძახოდით ნასვამმა თქვაო, ეხლა ნასვამი ვარ? ფხიზელი გეუბნებით“, - თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ შეცდომა იყო ის, რომ გიორგი გახარიას "პიარი გაუკეთეს" და კარგ მენეჯერად წარმოაჩინეს. ...
წყარო

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 3 საათის წინ

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 5 საათის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 5 საათის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 8 საათის წინ