ევროსაბჭო რუსეთს ავალდებულებს 6 სექტემბრამდე გადაიხადოს დეპორტირებული ქართველების კომპენსაციის 10 მილიონი ევრო

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთის ფედერაციას მოსთხოვა, 6 სექტემბრამდე, დაზარალებულებზე გადასანაწილებლად, პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებას გადაუხადოს 1500 მოქალაქის მასობრივი დეპორტაციისთვის დაკისრებული კომპენსაცია, 10 მილიონი ევროს ოდენობით, საპროცენტო განაკვეთთან ერთად ან ხელი მოაწეროს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რათა შესაძლებელი გახდეს კომპენსაციის ევროპის საბჭოს მეშვეობით გადახდა. გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო სხდომაზე, რომელიც სტრასბურგში 7-9 ივნისს გაიმართა. როგორც აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, 2021 წლის მარტისა და ივნისის სხდომებზე რუსეთის პოზიცია აღარ ყოფილა თანხის გადახდის უარყოფა და ამის ნაცვლად, გამოთქვა მზადყოფნა, დაზარალებულებისთვის გადასახდელი კომპენსაცია ჩარიცხოს ევროპის საბჭოს ანგარიშზე და ამ მიზნით გააფორმოს მემორანდუმი ევროსაბჭოსთან. "მინისტრთა კომიტეტმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და ღრმა შეშფოთება გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებას დღემდე არ შეუსრულებია სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდის უპირობო ვალდებულება", - განმარტავს იუსტიციის სამინისტრო, რომლის თანახმად, მინისტრთა კომიტეტი დეპორტირებულების საქმის განხილვას უახლოეს სხდომაზე 2021 წლის სექტემბერში განაახლებს. 2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა 2006 წელს, ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციისას ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 16-მა მოსამართლემ ერთის წინააღმდეგ. აღსრულების პროცედურებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი უძღვება. კომპენსაციის თანხა 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებულ, დაზარალებულ პირებზე უნდა გადანაწილდეს. სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, მათი რიცხვი, სულ ცოტა, 1500 ადამიანს შეადგენს. თანხის გადახდის ვადად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 30 აპრილი განსაზღვრა, თუმცა რუსეთი დღემდე არ ასრულებს თავის ვალდებულებას. renderExternalContent("//www.radiotavisupleba.ge/embed/player/0/29744396.html?type=video&pangeaEmbed=true", "//www.radiotavisupleba.ge/media/video/29744396.html?type=video") ...
წყარო

Ilona

თბილისი
  • 1 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Rita

თბილისი
  • 17 წუთის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ