ნავალნის გუნდი: ომსკში გააყალბეს პოლიტიკოსის სამედიცინო დოკუმენტები

ალექსეი ნავალნის გუნდი აცხადებს, რომ ომსკის საავადმყოფოში, სადაც იმყოფებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 2020 წლის აგვისტოში, გააყალბეს მისი სამედიცინო დოკუმენტები, „რათა დაეფარათ რეალური სურათი“. ნავალნის თანამებრძოლებმა გამოაქვეყნეს ნავალნის ანალიზების შესახებ ცნობა, რომელიც გასცა სკლიფასოვსკის სახელობის ინსტიტუტმა და რომლიდანაც, მათი თქმით, ჩანს, რომ კრემლის კრიტიკოსი მოწამლეს. 2020 წლის 2 ნოემბერს კორუფციასთან ბრძოლის ფონდის იურისტები ივან ჟდანოვი და ვიაჩესლავ გიმადი ომსკის კლინიკაში მივიდნენ და მოითხოვეს ნავალნის სამედიცინო ბარათი, მაგრამ მათ უარი უთხრეს და განუცხადეს, რომ ბარათი არქივშია. ამის შემდეგ ადვოკატები არქივში მივიდნენ, საბუთები მოითხოვეს და არქივის თანამშრომლებს უთხრეს, რომ „ყველაფერი შეთანხმებულია უფროსობასთან“. პუბლიკაციის ავტორთა თანახმად, ამან გაჭრა და ადვოკატებს საშუალება მიეცათ, ფოტოზე გადაეღოთ ყველა საჭირო საბუთი. „ამგვარად ჩვენ ხელთ აღმოჩნდა ნავალნის ყველა სამედიცინო დოკუმენტის ასლი, რომელიც ომსკის საავადმყოფოში ინახებოდა. და დღემდე არავინ იცოდა, რომ ისინი ჩვენ მოგვეპოვება“, ნათქვამია პუბლიკაციაში. ნავალნის წარმომადგენლებს ერთი თვის შემდეგ მისცეს იგივე სამედიცინო ბარათი, ოღონდ იმ მომენტისთვის მასში რამდენიმე გვერდი გამოცვლილი იყო. მათ შორის, სამედიცინო ბარათში აღარ იყო სკლიფასოვსკის კლინიკაში ჩატარებული სისხლის ბიოქიმიური ანალიზის მონაცემები. სხვა მონაცემებთან ერთად ამ ანალიზიდან ჩანს, რომ ნავალნი მოწამლეს, იტყობინებიან გამოძიების ავტორები. ალექსეი ნავალნიმ 2020 წლის 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისით მიმავალ თვითმფრინავში დაკარგა გონება. ლაინერი სასწრაფოდ დასვეს ომსკში, სადაც ნავალნი საავადმყოფოში მიიყვანეს კომაში მყოფი, რომლიდანაც ის მხოლოდ 19 დღის შემდეგ გამოვიდა. რუსეთის ექიმებმა ვერ იპოვეს პოლიტიკოსის ორგანიზმში მოწამვლის კვალი. ორი დღის შემდეგ, ნავალნის ახლობლების დაჟინებული მოთხოვნით, პოლიტიკოსი ბერლინში გაამგზავრეს სამკურნალოდ. იქ მას დაუდგინეს საბრძოლო ქიმიური იარაღის, „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნივთიერებით მოწამვლა. იგივე ნივთიერება იქნა გამოყენებული გრუ-ს ყოფილ თანამშრომელზე, სერგეი სკრიპალზე თავდასხმისას ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ამ თავდასხმაში რუსეთის ხელისუფლებას დასდო ბრალი. რამდენიმე დამოუკიდებელმა ევროპულმა ლაბორატორიამ, ასევე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ, დაადასტურეს, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის თანახმად, ოპოზიციონერის მოწამვლაში მონაწილეობდნენ რუსეთის ფსბ-ს მოქმედი თანამშრომლები. თავად ნავალნი მიიჩნევს, რომ მასზე თავდასხმის უკან თავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დგას. კრემლი უარყოფს ამ ბრალდებებს. ...
წყარო

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 საათის წინ

Rita

თბილისი
  • 46 წუთის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 2 დღის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ