ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს 

შსს-ს ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს 1993 წელს დაბადებული დ. ხ. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული 29 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე აქციის მონაწილე ირაკლი მუკბანიანს 2 ივნისი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის (პოლიციელზე თავდასხმა) პირველი ნაწილით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სოფელ საყულიეში ირაკლი მუკბანიანის დაკავებას ადგილობრივ მცხოვრებლებსა და პოლიციას შორის ინციდენტი მოჰყვა. დაახლოებით 230 დღეა, რაც ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია: გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ". გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ასევე შედის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში. ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 18 წუთის წინ

Anastasia

თბილისი
  • 29 წუთის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ