ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის სახელით გახდა მსოფლიოს ჩემპიონი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის უნგრეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეხუთე დღე წარუმატებელი გამოდგა - დღეს, ტატამზე ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და მარიამ ჭანტურია (70 კგ) გავიდნენ და შეჯიბრებას ორივე საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა. ღვინიაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაება და შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსთან დასანანი მარცხი იწვნია. ქართველი ძიუდოისტი მეტოქეს ვაზარით უგებდა. შემდეგ კიდევ ერთი ვაზარი აართვა და ტატამის მსაჯმაც შეხვედრა დასრულებულად გამოაცხადა, მაგრამ... მაგიდის მსაჯებმა ვიდეოჩანაწერის განხილვის შემდეგ ჩათვალეს, რომ ღვინიაშვილმა მეორე ილეთი წესების დარღვევით შეასრულა და ტურნირიდან მოხსნეს. მარიამ ჭანტურიამ მსოფლიოს ჩემპიონატი გაბონელი კარენე აგონო ვორას იპონით ძლევით გახსნა, მეორე წრეში კი გერმანელ მირიამ ბუტკერეიტთან ვეღარას გახდა. დღევანდელი საჭიდაო პროგრამა მამაკაცთა 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალით დაგვირგვინდა, სადაც ესპანეთის ნაკრების სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა უზბეკ დავლატ ბობონოვს მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. შერაზადიშვილი მესამე ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მოიპოვა მედალი. იაგო აბულაძე (60 კგ) რუსეთის ნაკრების სახელით გახდა ჩემპიონი, ანრი ეგუტიძემ (81 კგ) კი პორტუგალიელი გულშემატკივრები გაახარა ბრინჯაოთი. მსოფლიოს ინდივიდუალური პირველობის დასრულებამდე ორი დღე რჩება. 11 ივნისს საქართველოს ნაკრების წევრთაგან კონკურენციაში ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (ორივე 100 კგ) ჩაებმებიან, 12 ივნისს - გელა ზაალიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ). ...
წყარო

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 13 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 8 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 7 საათის წინ