ჯო ბაიდენმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, ვაქცინა გაუნაწილონ ღარიბ ქვეყნებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 10 ივნისს მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, შეუერთდნენ მას და კორონავირუსის ვაქცინა გაუნაწილონ მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს. მანამდე მან განაცხადა, რომ აშშ 500 მილიონ დოზა ვაქცინას გაიღებს, რათა დახმარება გაწიოს პანდემიისთვის ბოლოს მოღებაში. ინგლისში „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ გამოსვლისას ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ მონაწილეობას იღებს ვაქცინების განაწილებაში. ადრე მან უკვე დადო პირობა, რომ თვის ბოლომდე 80 მილიონ დოზა ვაქცინას გაიღებს. Pfizer-ის წარმოების 500 მილიონი დოზა ვაქცინა მომავალ წელს COVAX-ის ალიანსის გზით გაუნაწილდება 92 დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყანას და აფრიკის კავშირს. პრეზიდენტის თქმით, ამერიკის და მსოფლიოს ინტერესებშია, რომ ვაქცინაცია ფართო მასშტაბით და სწრაფად იყოს ყველგან ხელმისაწვდომი. ბაიდენის თქმით, 11 ივნისს „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები ამერიკას შეუერთდებიან და ვაქცინების განაწილების საკუთარ ვალდებულებებზე ილაპარაკებენ. თეთრი სახლის 10 ივნისის განცხადებაში ეს ნაბიჯი დახასიათებულია, როგორც „ისტორიული მოქმედება, რომელიც დაგვეხმარება პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის დაჩქარებაში.“ ...
წყარო

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 4 საათის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 15 დღის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 საათის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ