ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა ხელი მოაწერეს „ახალ ატლანტიკურ ქარტიას“

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინსტრმა ბორის ჯონსონმა ბრიტანეთში, კორნუოლში, ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ დოკუმენტს, რომელსაც „ახალი ატლანტიკური ქარტია“ უწოდეს. ეს არის მინიშნება ატლანტიკურ ქარტიაზე, რომელსაც 80 წლის წინათ, მეორე მსოფლიო ომის დროს მოაწერეს ხელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა. ეს დოკუმენტი, რომელსაც მოგვიანებით შეუერთდნენ ჰიტლერული გერმანიის მოწინააღმდეგე სხვა ქვეყნებიც, მათ შორის სსრკ-ც, იმისთვის იყო მოწოდებული, რომ განესაზღვრა საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი პრინციპები ომში გამარჯვების შემდეგ. „ახალ ატლანტიკურ ქარტიაში“ ხაზგასმულია აშშ-ისა და ბრიტანეთის ერთგულება დემოკრატიის, ღია საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების იდეებისადმი. დოკუმენტში ასევე ლაპარაკია, რომ აუცილებელია წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის გაძლიერება და სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. აშშ და დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერენ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას. მათ აღნიშნეს, რომ მხარს დაუჭერენ თავიანთ ნატოელ მოკავშირეებს და რომ ნატო ბირთვული არსენალის მქონე კავშირად დარჩება, სანამ არსებობს ეს იარაღი. დოკუმენტში ლაპარაკია კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე. ბაიდენმა და ჯონსონმა პირველი შეხვედრა გამართეს პირისპირ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა თანამდებობა დაიკავა. ბაიდენი 9 ივნისს საღამოს ჩავიდა ბრიტანეთში და დაიწყო თავისი პირველი მოგზაურობა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში. ბაიდენის მიზანია მოახდინოს თავის ევროპელ მოკავშირეებთან ვაშინგტონის მიერ ურთიერთობების აღდგენის დემონსტრირება და აჩვენოს თავისი ადმინისტრაციის ერთგულება ტრანსატლანტიკური ალიანსების მიმართ. ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომელსაც 16 ივნისს შეხვდება დიდი შვიდეულის, ნატოს და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ, გადასცემს ცხად გზავნილს. ევროპაში რვადღიანი ვიზიტის დაწყებისას ბაიდენმა განაცხადა: „ჩვენ არ ვესწრაფვით რუსეთთან კონფლიქტს“, „ჩვენ გვსურს სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა“. მან დასძინა, რომ აშშ რუსეთის „მავნე“ ქმედებებს გადაჭრით და კონსტრუქციულად გასცემს პასუხს. ...
წყარო

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 1 დღის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 16 დღის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ