ლიეტუვის პრეზიდენტი ჟიგიმანტას პავილიონისის სიტყვებზე: ეს არ არის ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოში უპასუხა შეკითხვას ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის შესახებ. „ჩვენ ომი არავისთან არ გვაქვს, ეს სეიმის ცალკეული წევრის სიტყვებია და მას აქვს თავისი აზრი და ეს არ არის ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია, ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია არის მოლაპარაკებები, ამის ერთ-ერთი მაგალითი გახლდათ ევროკავშირის ჩართულობა და შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც უნდა განხორცილედეს, ეს არის ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია მთავარი არის მოლაპარაკება", - თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა. ნაუსედამ საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის შესახებაც იალაპარაკა. მისი შეფასებით, „ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ზოგჯერ პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და ბრძოლის განსხვავებული ფორმები აქვთ", - თქვა მან და დაამატა, - „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციის თემაზე უნდა იყვნენ ერთიანები და უნდა მოძებნონ გამოსავალი, სხვა შემთხვევაში ძალიან ძნელი იქნება წინსვლა და ეს უკიდურესად მნიშველოვანია, ვინაიდან ყველანი თქვენ გიყურებენ. თუ საქართველოში იქნება შიდა არეულობა, დარჩება ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია, რეფორმები გვიან და ნელა განხორციელდება, ასეთ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება. მე მტკიცედ მჯერა, რომ თქვენ ჯერ კიდევ გსურთ და ეძებთ გზებს ევროკავშირში გაწევრებისთვის. ლიეტუვა, ქვეყანა, რომელსაც აქვს გამოცდილება, რომელმაც დიდი ალბათობით, ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამასთანავე გადადგა ძალიან კარგი და ამბიციური ნაბიჯები წინ, ევროკავშირის წევრი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 14 წელში გახდა. ჩვენ დაგვჭირდა 14 წელი, რომ ევროკავშირის წევრი გავმხდარიყავით და ჩვენი გამოცდილება შესაძლოა, იყოს ძალიან სასარგებლო თქვენთვის. აქედან გამომდინარე, ჩემი, როგორც ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ამოცანა არის, რომ დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ, რათა განახორციელოთ სხვადასხვა პროექტი". ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ვიდეოჩანაწერში, რომელიც რუსმა პრანკერებმა „ვოვანმა“ და „ლეკსუსმა“ გაავრცელეს, ერთ მონაკვეთში ამბობს, რომ მას „თავისი ომი აქვს ივანიშვილთან საქართველოში“. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს შეკითხვაზე, რომლითაც ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის სიტყვების კომენტირება სთხოვეს, თქვა: „არ არის საინტერესო გიჟიმანტასის, თუ უკაცრავად, ჟიგიმანტასის განცხადება". პრემიერმა განაცხადა: „ჩემთვის მთავარია, რომ ლიტვის პრეზიდენტი ჩამოდის ორ დღეში, ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა ლიტვასთან და ასე გავა...
წყარო

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 5 საათის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 6 საათის წინ

Ella

თბილისი
  • 6 საათის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 7 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 1 საათის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ