ამჟამად საქართველოში დაახლოებით 200 პროექტს ვახორციელებთ – Covid-თან დაკავშირებით ნამდვილად ვამაყობ იმით, რაც შარშან მოვახერხეთ

ამჟამად საქართველოში დაახლოებით 200 პროექტს ვახორციელებთ – Covid-თან დაკავშირებით კი ნამდვილად ვამაყობ იმით, რაც შარშან მოვახერხეთ“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მან უპასუხა შეკითხვაზე ევროკავშირის მიმდინარე პროექტების და იმის შესახებ, თუ რაზე კეთდება ყველაზე დიდი აქცენტი და რომელი საკითხია მისთვის ყველაზე საამაყო. „აქ ბევრ სექტორში ვართ ჩართულები – ყოველწლიურად რაღაც ახალში უფრო შევდივართ, ვიდრე სხვადასხვა პრიორიტეტებს ვისახავთ და ვცვლით. თუ არ ვცდები, ამჟამად საქართველოში დაახლოებით 200 პროექტს ვახორციელებთ. Covid-თან დაკავშირებით ჩვენს რეაგირებაზე რომ ვისაუბროთ, ჩემგან ადრეც მოისმენდით, რომ ნამდვილად ვამაყობ იმით, რაც შარშან მოვახერხეთ, რომ ძალიან სწრაფად გადავეწყეთ ამ კრიზისულ რეჟიმზე, რათა მთავრობისთვის ანტიკრიზისულ გეგმაში მხარი დაგვეჭირა; ამასთანავე, ჩვენი მხარდაჭერა მოიცავდა როგორც რჩევებს, ისევე, დაფინანსებას. ვცდილობდით, დავხმარებიოდით მცირე და საშუალო საწარმოებს, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს; მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან იმ პროდუქტების გადმოსაცემად და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც ჯანმრთელობის სექტორში აშკარად არსებობდა. ამას ბევრი შრომა დასჭირდა და მე ძალიან ვამაყობ ჩემი პერსონალის წევრებით, რომლებიც Covid-ის რთული პირობების დროს მუშაობდნენ, მათ შორის – დისტანციურად, და მაინც, კოვიდთან გამკლავება მოხერხდა“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში....
წყარო
  • 100%

Lana

თბილისი
  • 11 საათის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 6 საათის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 8 საათის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ