რუსეთმა "ღია ცის" შემდეგ უარი თქვა "ღია ხმელეთზეც"

რუსეთმა უარი თქვა აშშ-თან გაფორმებულ „ღია ხმელეთის“ მემორანდუმზე. ეს დოკუმენტი 1992 წლიდან მოქმედებდა და ამერიკელ და რუს დიპლომატებს აძლევდა რუსეთის და აშშ-ის ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების უფლებას, გარდა იმ რაიონებისა, სადაც სპეციალური ნებართვაა საჭირო. „ღია ხმელეთის“ მემორნადუმის მოქმედების შეწყვეტის განკარგულებას ხელი 10 ივნისს მოაწერა რუსეთის პრმეიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკელი დიპლომატების გადაადგილებას შეზღუდავდა. მემორანდუმზე უარი ერთ-ერთი პასუხია ახალ სანქციებზე, რომლებიც აშშ-მა რუსეთს 2021 წლის აპრილში დაუწესა საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის, კიბერშეტევების და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის დევნის გამო. თავის მხრივ, რუსეთმა აშშ შეიტანა არამეგობრული პოლიტიკის მქონე ქვეყნების სიაში. 7 ივნისს, პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, „ღია ცის ხელშეკრულების“ დენონსაციის შესახებ. 1992 წელს, ჰელსინკიში მიღებული ეს დოკუმენტი ხელმომწერ ქვეყნებს აძლევს ერთმანეთის საჰაერო სივრცეში წინასწარ შეთანხმებული მარშრუტებით, სადაზვერვო თვითმფრინავების მიმოსვლის უფლებას. აშშ ამ ხელშეკრულებიდან 2020 წელს გავიდა და მიზეზად ის დაასახელა, რომ რუსეთი დოკუმენტის პირობებს მუდმივად არღვევს და სამეთვალყურეო ფრენებს კრძალავს მოსკოვის, კალინინგრადის და ჩეჩნეთის და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ მახლობლად. 16 ივნისს, ჟენევაში დაგეგმილია აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. ...
წყარო

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 6 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 7 საათის წინ

наталья

თბილისი
  • 3 საათის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 6 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 7 საათის წინ