"დიდი შვიდეულის" სამიტის მასპინძელი ერთ-ერთი სასტუმრო კორონავირუსის გამო დახურეს

დიდი ბრიტანეთის კორნუოლის საგრაფოში, რომელიც G7-ის, „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტს მასპინძლობს, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო დაიხურა სასტუმრო, სადაც გერმანიის კანცლერის დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი და ამერიკელი ჟურნალისტები ცხოვრობდნენ. კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა სასტუმროს რამდენიმე თანამშრომელს. ინციდენტის მიუხედავად, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამიტში მონაწილეობას დღის წესრიგის მიხედვით გააგრძელებს. ეს მედიას დაუდასტურა სამიტის მასპინძელი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა. G7-ის ლიდერთა სამიტი დღეს იხსნება. „დიდი შვიდეულის“ წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, აშშ, კანადა და იაპონია. კორნუოლის სამიტის დღის წესრიგის მთავარ საკითხებს შორისაა პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენა და მსოფლიოში ვაქცინაციის უზრუნველყოფა. „დიდი შვიდეულის“ ლიდერები იმსჯელებენ ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების შესახებაც. ...
წყარო

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ