ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტის ვიზიტზე: მნიშვნელოვანია, რომ გვყავს მეგობარი, რომელიც მოგვყვება რთულ გზაზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ლიეტუვის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით ინტეგრაციის პროცესში. „ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიცით, რომ გვყავს ასეთი მყარი მეგობარი, რომელიც მოგვყვება ამ რთულ გზაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, საქართველოსთვის მიმდინარე წელი მრავალი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი და ამ თემებს პრეზიდენტები შეხვედრის დროსაც შეეხნენ: „დავძლიეთ შიდაპოლიტიკური კრიზისი და ეს იყო ნიშანი იმისა, თუ რამდენად ევროკავშირისთვის საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა და სტაბილურობა ამ რეგიონში არის მნიშვნელოვანი და ეს ნიშანი არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ. ასევე მნიშვნელოვანია ეს წელი თვით საქართველოს შიდაპოლიტიკურ სივრცეში, რამეთუ ჩვენ გვექნება არჩევნები ოქტომბერში და აქაც ჩვენ უნდა უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს სტაბილურობა კიდევ გაღრმავდება და არის ჩვენი მთავარი, ვიტყოდი, იარაღი იმისთვის, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ და ინტეგრაცია მოვახდინოთ ევროკავშირში. მნიშვნელოვანია ეს წელი იმ მხრივ, რომ, სამწუხაროდ, ოკუპაციის კუთხით არათუ ვხედავთ რამე ნიშანს დეესკალაციის, არამედ პირიქით, გრძელდება პროვოკაციები საოკუპაციო ხაზზე, გრძელდება ადამიანების გატაცებები, გახელაძის მაგალითი არის ასეთი სამწუხარო მაგალითი და ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც საგანგებოდ გაუსვა ხაზი ლიეტუვის პრეზიდენტის საოკუპაციო ხაზზე ჩასვლის მნიშვნელობას: „ეს ფიზიკური მისვლა საოკუპაციო ხაზზე ალბათ ძალიან ბევრისმეტყველია და აჩვენებს ჩვენს სტუმრებს და ჩვენს მეგობრებს, თუ რამდენად მძიმე და რთული არის ეს მდგომარეობა და ეს კიდევ უფრო ამხნევებს მათში სურვილს, რომ ჩვენ დაგვეხმარონ ამ კუთხითაც", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან გამართული შეხვედრის შემდეგ და საგანგებოდ გამოყო საუბრის კიდევ ერთი თემა, რომელიც შეეხება ნატოს მომავალ სამიტს. ასევე ნახეთ გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა საქართველოს ნატოს ოჯახის გარდაუვალ წევრად ხედავს „ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველოს და უკრაინის და ღია კარის პოლიტიკის საკითხი იყოს ამ სამიტის ფარგლებში ნახსენები და ასევე ჩვენ მივიღოთ იმისი ნიშნები, თუ რა გზით და რა ფორმით ვაგრძელებთ ჩვენ საინტეგრაციო გზას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის თქმითაც, მოლაპარაკებებზე განიხილეს ასევე საქართველოსა და ლიეტუვას შორის ორმხრივი ურთიერთობების ისეთი საკითხები, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება ვაქცინების მიწოდების საშუ...
წყარო

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 38 წუთის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Rita

თბილისი
  • 2 საათის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 28 დღის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Diko

თბილისი
  • 2 დღის წინ