გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა საქართველოს ნატოს ოჯახის გარდაუვალ წევრად ხედავს

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო და ლიეტუვა ერთმანეთისგან გეოგრაფიულად შორს არიან, მაგრამ მათ ძლიერი კავშირი აქვთ. "პირველ რიგში, ვართ ღირებულებითი ხედვებით ძალიან ახლოს და ჩვენ წინაშეა, სამწუხაროდ, საერთო გარე საფრთხეები. ვუყურებ რა საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც ენერგიულად ესწრაფოდა ნატოს და ევროკავშირის გზას, ჩვენი გზა არ იყო მარტივი და შედარებით ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რა იყო ჩვენი სტრატეგიული მიზანი და ეს გვაერთიანებდა და ჩვენს საზოგადოებაში არ რჩებოდა არანაირი ეჭვები. მსგავს მონდომებას ვხედავთ ქართველ ხალხში. ამიტომ პრეზიდენტთან ერთად ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას, რომელიც არა მარტო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას განიხილეს ბრძოლა პანდემიასთან. ითქვა, რომ ლიეტუვის მთავრობა ეძებდა საქართველოსთვის პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების გზებს და მიღებულია გადაწყვეტილება 15 ათასი დოზა ვაქცინის გადაცემის თაობაზე, ეს ოდენობა შეიძლება შეიცვალოს. გიტანას ნაუსედას თქმით, ლიეტუვა მზადაა საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე დააგროვა. მან კმაყოფილება გამოხატა საქართველოში პარტიებს შორის არსებული უთანხოების დაძლევის გამო და მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და თქვა, რომ ახლა მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების სრულყოფილად შესრულება, რაშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა პარტიამ. ასევე ნახეთ ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტის ვიზიტზე: მნიშვნელოვანია, რომ გვყავს მეგობარი, რომელიც მოგვყვება რთულ გზაზე ის გამოეხმაურა, ასევე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს. „თქვენი მიზანი, წარადგინოთ განაცხადი 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ეს არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელი განაცხადი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს არის თქვენი გაბედულების დემონსტრირება“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ. მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მან საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე რუსეთის აგრესული ქმედებების გამო. ნაუსედა გუშინ საოკუპაციოს ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა და განაცხადა, რომ ნამდვილად ჩანს ომის მტკივნეული შედეგები, „ჩვენი და თქვენი თავისუფლების ეს გამოწვევა ისევ აქტუალურია“. ასევე ნახეთ ლიეტუვის პრეზ...
წყარო

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 28 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 17 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 18 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 21 საათის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ