"მოსადის" მიმავალი შეფი მიანიშნებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმაში ისრაელის როლის შესახებ

ისრაელის უშიშროების სამსახურის, "მოსადის" ხელმძღვანელმა, რომელიც თანამდებობას ტოვებს, მინიშნება გააკეთა ისრაელის შესაძლო მონაწილეობაზე ირანის ბირთვულ ობიექტებსა და ირანელ ბირთვულ მკვლევრებზე ამასწინანდელ თავდასხმებში, მაგრამ უშუალოდ საკუთარი პასუხიმგებლობის შესახებ არ ულაპარაკია. იოსი კოენის ნათქვამი ისრაელის „არხ 12“-ისთვის შეიცავს ფორმულირებას, რომელიც იმაზე მიანიშნებს, რომ სხვა ირანელი ბირთვული მკვლევრები, რომლებიც ირანის ატომურ საქმიანობაში არიან ჩართული, ასევე შეიძლებოდა გამხდარიყვნენ თავდასხმის სამიზნე. კოენის გამოსვლის ფონია ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობის მოსალოდნელი დასასრული 13 ივნისს, როცა გაიმართება ფართო კოალიციის მიერ ინიცირებული ნდობის ვოტუმის თაობაზე კენჭისყრა. აშშ და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოები ცდილობენ აღადგინონ ირანთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, რომელიც ვაშინგტონმა დატოვა სამი წლის და რომელსაც უარყოფს ისრაელი. კოენმა წარმოადგინა ირანის ბირთული ობიექტის, ნათანზის, დეტალური აღწერა და ზარალი, რომელიც მიადგა მას ორი აფეთქების შედეგად. კოენი ლაპარაკობს ასევე ირანელი მკვლევრის, მოჰსენ ფახრიზადეს ნოემბერში მკვლელობაზე. მკვლევარს მიეწერება, რომ წლების წინ ატომური იარაღის პროგრამის განხორციელება დაიწყო. ინტერვიუს ამღები ჟურნალისტი კოენს ახასიათებს როგორც პირს, რომელმაც „მთლიან კამპანიას თვითონ მოაწერა ხელი“. ...
წყარო

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 6 საათის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 8 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 1 საათის წინ