გაერო გმობს ნინოწმინდის პანსიონში ომბუდსმენის არშეშვებას და ბავშვებზე ძალადობას

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში, გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას, - ამის შესახებ ნათქვამია გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობას ეხმაურებიან. განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს ასეთ დაწესებულებებში ვითარების კონტროლის შეუზღუდავი შესაძლებლობა. „მზრუნველობის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ბავშვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, უფლებების განხორციელება და განვითარება მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ქვეყნის შესაბამისი უწყებების, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის მიერ. საკუთარი მანდატის შესრულებაში ისეთი კონსტიტუციური ერთეულის შეზღუდვა, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატი, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამგვარად, ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში. ასევე ნახეთ ურჩობისთვის დასჯილი - ინტერვიუ ლუკა ხაჩიძესთან, რომელიც მეუფე სპირიდონის უნივერსიტეტის საცხოვრებლიდან გამოაძევეს გაერო მნიშვნელოვნად აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას ნინოწმინდის სკოლა-პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში ან სხვა ტიპის დაწესებულებაში განთავსებასთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებაში მყოფ ყველა ბავშვზე. ასევე ნახეთ „გარღვევა მოხდა, ახლა არაფერი უნდა გამოგვეპაროს“ - ინტერვიუ ნინო ლომჯარიასთან „ბავშვის უფლებათა კონვენციის შესაბამისად, დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვების ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაყვანისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაო ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ამასთანავე, ბავშვის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა მონაწილე მხარეს, რომ დეინსტიტუციონალიზაციის ყველა ეტაპზე პატივი სცენ ბავშვებისა და მათი ოჯახების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, კონვენციის მე-16 მუხლის შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში. გაეროს განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მყისიერი და მკაცრი ზომების გატარება დეინსტიტუციონალიზაციის დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცებისთვის. ასევე ნახეთ PHR: ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე ერთ-ერთ მოწმეს ემუქრებიან „ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ შეიქმნას სათანადო მექანიზმი, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობისა და უფლებების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობას გაუწევს დეინსტიტუციონალიზაციის...
წყარო

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 20 საათის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 5 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 20 საათის წინ

Viktoria

თბილისი
  • 20 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ