PHR: ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე ერთ-ერთ მოწმეს ემუქრებიან

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის წინააღმდეგ ზეწოლისა და მუქარის, მათ შორის სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე საუბრობს და პროკურატურისგან მისი უსაფრთხოების შესაბამისი ზომების გატარებას მოითხოვს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანა აბაშიძემ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, ამ ადამიანმა გამოძიებას პანსიონში არსებულ ვითარებაზე ჩვენება უკვე მისცა და მის გაჩუმებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებიან, რომ „რაც მოუვა, ნახავს“. „ორი დღეა ვითხოვთ ამ ადამიანის და მისი ოჯახის დაცვას პროკურატურისგან. არაფერს აკეთებენ. აი არაფერს. ხოდა ახლა საჯაროდ გეუბნებით. იცით ვისზეც ვლაპარაკობ და რა მუქარაზეც გეუბნებით. აი იმ ადამიანს ან მის ოჯახის წევრებს ვინმეს მხრიდან რამე რომ დაემართოს ან ამ ადამიანმა უეცრად უკან დაიხიოს ეს იქნება პირდაპირ სახელმწიფოს განზრახი უმოქმედობის, ან იქნებ მოქმედებისაც კი, დამსახურება! დროზე გადაიყვანეთ ოჯახი უსაფრთხო ადგილას!!“, - წერს ანა აბაშიძე. PHR-ში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე აღნიშნული მოწმის ვინაობის დასახელებას. როგორც ორგანიზაციის ადვოკატი ანა თავხელიძე აღნიშნავს, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა განსაზღვრონ, კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო მოწმისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დასაცავად. ანა თავხელიძის თქმით, პროკურატურას ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორჯერ, 9 და 10 ივნისს მიმართა. მათ შორის პირველი მიმართვა ითვალისწინებდა ყველა მოწმის, მათ შორის აღნიშნული მოწმის უსაფრთხოების დაცვას, ხოლო 10 ივნისის მიმართვაში კონკრეტულად ზემოხსენებული მოწმის დაცვის აუცილებლობაზე იყო საუბარი. ანა თავხელიძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად დაპირებისა, კონკრეტული ნაბიჯები ჯერ გადადგმული არ არის და მოწმე თავს ამ დროისათვის უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. რადიო თავისუფლებას პროკურატურაში განუმარტეს, რომ აღნიშნულ თემაზე განცხადების გავრცელებას გეგმავენ, მანამდე კი კომენტარისგან თავს იკავებენ. ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების ნაწილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. ბოლო წლებში დაწყებულია 4 გამოძიება ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე პანსიონში. გარდა 2016-2021 წლებში აღძრული ოთხი სისხლის სამართლის საქმისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლ...
წყარო
  • 100%

Lana

თბილისი
  • 6 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 3 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Diko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ