ნავალნის მოკავშირე ამბობს, რომ კრემლის კრიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა"

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის დირექტორი ამბობს, რომ კრემლის კრიტიკოსის ჯანმრთელობა "მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა" იმ ფონზე, როცა ის შიმშილობის შემდეგ აღიდგენს ძალებს. ნავალნის ფონდს მიმდინარე კვირაში რუსეთმა "ექსტრემისტული ორგანიზაციის" სტატუსი მიანიჭა და აკრძალა. რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთვის" 11 ივნისს მიცემულ ინტერვიუში ივან ჟდანოვი ამბობს, რომ ნავალნი მისი ფონდის და მასთან დაკავშირებული სხვა მოვლენების შესახებ ინფორმაციას თავისი ადვოკატებისგან იღებს. ნავალნის ადვოკატები და ახლო მოკავშირეები შეშფოთებულნი იყვნენ მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო 24-დღიანი შიმშილობის დროს, რომელსაც ნავალნი მარტში და აპრილში იცავდა, ზურგის ძლიერი ტკივილის და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვის მიუხედავად მისთვის სამედიცინო დახმარების არგაწევის გასაპროტესტებლად. კრემლის ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსი, ნავალნი, 17 იანვარს დააპატიმრეს რუსეთში დაბრუნებისას გერმანიიდან, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა გასული წლის აგვისტოში, ციმბირში მოწამვლის შემდეგ. ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოწამვლა, რომელიც საბჭოთა სტილის ქიმიური ნერვული აგენტით განხორციელდა, პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეკვეთით მოხდა. ეფესბე და კრემლი უარყოფენ მონაწილეობას ინციდენტში. მიმდინარე თვეში პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონი არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს პირებს, რომლებსაც კავშირი აქვთ "ექსტრემისტულად" მიჩნეულ ორგანიზაციებთან. ნავალნის ფონდისთვის ამ სტატუსის მისადაგებას განიხილავენ გარდაუვალ საბოლოო ნაბიჯად იურიდიულ პროცესში, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს არჩევნებს ოფიციალურად ჩამოაშორონ მათთვის საფრთხედ მიჩნეული ნებისმიერი ძალა. ...
წყარო

Luba

თბილისი
  • 18 საათის წინ

Dina

თბილისი
  • 18 საათის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 5 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 19 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 22 საათის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ