“ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც 14 ივნისსაა დაგეგმილი, საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხიც განიხილება”

ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც 14 ივნისსაა დაგეგმილი, საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხიც განიხილება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის დღის წესრიგის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, სამიტზე, მოკავშირეები განიხილავენ საერთაშორისო გლობალური გამოწვევების ფართო სპექტრს. „მოკავშირეები განიხილავენ მთელ რიგ სხვა საკითხებს მათ შორისაა უსაფრთხოებაზე ჩინეთის შესაძლო გავლენა, რუსეთის აგრესიული ქმედებები და ჩვენი ორმხრივი მიდგომა, რომელიც ეფუძნება ძლიერ თავდაცვას და დიალოგს. ასევე ნატოს უწყვეტი მხარდაჭერა ჩვენი ღირებული პარტნიორების – საქართველოსა და უკრაინისთვის“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. მან 14 ივნისს, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტს “მნიშვნელოვანი მომენტი უწოდა ალიანსისა და კოლექტიური უსაფრთხოებისათვის”. სტოლტენბერგმა ისაუბრა სამიტზე მოსალოდნელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, მათ შორის არის პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერება, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება და ინფრასტრუქტურისა და მიწოდების ქსელების მდგრადობა. დღის წესრიგში ასევე შეტანილია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის გაძლიერების ძალისხმევა, მათ შორის პარტნიორობის გაღრმავების გზით და პარტნიორების მომზადებისა და შესაძლებლობების გაძლიერების გეგმებით. ლიდერები ისაუბრებენ კლიმატურ ცვლილებებზე და შეთანხმდებიან კიბერ-თავდაცვის ახალ პოლიტიკაზე, ასევე შეთანხმდებიან ნატოს შემდეგი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავებაზე. ”ნატო არის ყველაზე წარმატებული ალიანსი ისტორიაში, რადგან სამოცდაათ წელზე მეტია, ჩვენ სამყაროსთან ერთად ვიცვლებით. ორშაბათს, სამიტზე, ჩვენ გვექნება მასშტაბური დისკუსიები და მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომ ჩვენი ძლიერი ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდეს და ერთი მილიარდი ადამიანის უსაფრთხოება დავიცვათ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე....
წყარო

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ