პანდემია ბიუჯეტს 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ისაუბრა იმ გავლენაზე, რაც ბიუჯეტს კორონავირუსის პანდემიის გამო მიადგა. „ეკონომიკური კლება აისახა ბიუჯეტის შემოსავლებზე, გაიზარდა ჯანდაცვის ხარჯები. მნიშვნელოვანი ინტერვენცია მოვახდინეთ ბიზნესის მხარდასაჭერად, რომლის მიზანი იყო შეგვენარჩუნებინა კომპანიების სიცოცხლისუნარიანობა და თუნდაც შემცირებული ბრუნვებით, გაგვეყვანა პოსტპანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდამდე, რათა მათ იოლად შეძლებოდათ აღედგინათ სრული სიმძლავრეები“, - განმარტა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო სოციალური პროგრამების შემუშავება. „გადასახადების დანაკლისმა 1.9 მილიარდი შეადგინა; ჯანდაცვის ხარჯებმა - 0.9 მილიარდი; ბიზნესის მხარდაჭერამ - 3,0 მილიარდი ლარი. მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა 1.3 მილიარდი; ჯამში, 2020-2021 წლების ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ლაშა ხუციშვილის თქმით, საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში, პანდემიის პერიოდში საქართველომ მოიზიდა 2,1 მილიარდი აშშ დოლარი. ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 6 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 6 საათის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ