ნავალნიმ „მატყუარა“ უწოდა პუტინს ჟენევის სამიტის შემდეგ გაკეთებული განცხადებების გამო

საპატიმროში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ, „მატყუარა“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მის მიერ ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების გამო. პუტინმა, კერძოდ, „ექსრემისტული“ უწოდა ნავალნის მიერ დაარსებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს, ხოლო თავად ნავალნი „საზღვარგარეთ სამკურენალოდ წასვლისთვის" - პირობითი პატიმრობის კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ 16 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსეი ნავალნიზე საუბრის დროს პუტინმა, ფაქტობრივად, აშშ რუსეთის პოლიტიკური ოპოზიციის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, ხოლო ნავალნის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს რუსეთის ლიდერმა „ექსტრემისტული“ ორგანიზაცია უწოდა. „ეს ორგანიზაცია საჯაროდ მოუწოდებდა მასობრივი არეულობისკენ, ქუჩის აქციებში აბამდა არასწულწლოვნებს, რაც რუსეთში კანონით არის აკრძალული, იძლეოდა ინსტრუქციებს, თუ როგორ მოემარაგებინათ „მოლოტოვის კოქტეილი“ და საქვეყნოდ გამოჰქონდა პოლიციელთა პირადი მონაცემები“,- განაცხადა პუტინმა. „პუტინი გამუდმებით იტყუება“ და მის ნათქვამში „არც ერთი სიტყვა არ არის მართალი“, ასეთი ჩანაწერი გაჩნდა ალექსეი ნავალნის სახელით მის ინსტაგრამის გვერდზე. ნავალნიმდე მისმა თანამოაზრეებმაც აღნიშნეს, რომ ოპოზიციონერი 2020 წლის აგვისტოში უცხოეთში, კერძოდ გერმანიაში, არ წასულა საკუთარი ნებით, არამედ „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შედეგად კომაში მყოფი უცხოეთში სამკურნალოდ გაამგზავრეს. რაც შეეხება ვლადიმირ პუტინის კიდევ ერთ ტყუილს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს არასოდეს გამოუქვეყნებია „მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადების რეცეპტი და არასოდეს არ მოუწოდებია არეულობებისკენ, როგორც ეს ჟენევაში რუსეთის პრეზდენტმა განაცხადა. 44 წლის ალექსეი ნავალნი პატიმრობაშია 2021 წლის იანვრიდან - როცა რუსეთში დაბრუნდა ნერვული აგენტით აგვისტოში მოწამვლის გამო გერმანიაში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ. ალექსეი ნავალნი ფიქრობს, რომ ის ფედერალური უშიშროების აგენტებმა პუტინის დავალებით მოწამლეს. კრემლი უარყოფს ინციდენტში მონაწილეობას. ...
წყარო

Eva

თბილისი
  • 2 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 2 თვის წინ

Olichka

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ancho varketili

თბილისი
  • 3 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 2 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 15 თვის წინ

Annaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

ანა

ბათუმი
  • 2 თვის წინ
  • 100%

Lizi

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 2 თვის წინ

Maka varketili

თბილისი
  • 3 საათის წინ
  • VIP

ნინი

თბილისი
  • 1 თვის წინ