ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ირანში, დღეს 18 ივნისს საპრეზიდენტო არჩევნებია. ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ცნობით, საარჩევნო უბნები დილის 7 საათიდან გაიხსნა. ოფიციალური ცნობით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 60 მილიონამდე პოტენციურ ამომრჩეველს ხმა შეუძლია მისცეს, ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 72 000 საარჩევნო უბანზე. ირანელებს ხმა შეუძლიათ მისცემს 132 ქვეყანაში გახსნილ საარჩვენო უბანზეც. როიტერსის ცნობით, ეკონომინიკური პრობლემების მქონე ირანში ამომრჩევლის დაბალ აქტივობას მოელიან, თუმცა სახელმწიფო მედიამ რამდენიმე ქალაქში საარჩვენო უბნებთან არსებული რიგები უჩვენა. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ოთხშაბათს მოქალალეებს არჩევნებში დიდი აქტივობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ასეთი ძალის ეს დემონსტაცია შეამსუბუქებს საგარეო ზეწოლას ისლამურ რესპუბლიკაზე. ირანის 60 წლის მოქმედი პრეზიდენტის ჰასან როჰანის მემკვიდრეობისთვის ოთხი პოლიტიკოსი კანდიდატი იბრძვის, მას კონსტიტუციით ეკრძლება მესამე ოთხწლიანი ვადით კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე. მოელიან, რომ კენჭისყრაში გამარჯვებული იქნება ულტრაკონსერვატორი იუსტიციის მინისტრი, ებრაჰიმ რაისი. რეფორმისტი პრეზიდენტის, მოჰამად ხათამის დროს ვიცეპრეზიდენტი, მოჰსენ მეჰრალიზადე, არჩევნებს გამოეთიშა 16 ივნისს, სავარაუდოდ იმის გამო, რათა გზა დაეთმო ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის, აბდოლნასერ ჰემათისთვის, რომელიც ზომიერ პოლიტიკოსად ითვლება. მკაცრი ხაზის მქონე ორი კანდიდატი, ალირეზა ზაქანი და საიდ ჯალილი, ასევე გამოეთიშნენ არჩევნებს და მხარს უჭერენ რაისის, რომელიც უზენაეს ლიდერ აიათოლა აილი ხამენეისთან დაახლოებული პირია. მეჰრალიზადე და ჰემათი იყვნენ ბოლო კანდიდატები, რომლებსაც რეფორმისტებად მიიჩნევენ. გამარჯვებას რაისის უწინასწარმეტყველებნ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, აბდოლრეზა რაჰმანი ფაზლიმ განაცხადა 16 ივნისს, რომ კენჭისყრაში მონაწილეთა რიცხვი ალბათ ნაკლები იქნება გასულ არჩევნებთან შედარებით, რის მიზეზიც კორონავირუსია. ...
წყარო

Sali

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 5 საათის წინ

Alev

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Laura

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 9 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 5 საათის წინ

Sabrina

თბილისი
  • 4 თვის წინ
  • VIP
  • 100%

Tesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 1 დღის წინ